logo_geo
ჯაბა ხუბუა: ეს დოკუმენტი ცხადყოფს, რომ სააკაშვილი შვილის სწავლის ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯავდა
- +

14 ნოემბერი. 2018. 19:26

 

 

„ეს დოკუმენტი („ასავალში“ ჯერ კიდევ 2013 წელს გამოვაქვეყნე) ცხადყოფს, რომ სააკაშვილი საკუთარი შვილის სწავლის ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცსახსრებიდან ხარჯავდა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დოკუმენტში, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოეხსნა, გარკვევით წერია, რომ 14 ათასი ლარი არის „საქ. პრეზიდენტის შვილისათვის სწავლის ხარჯები“ და ეს გაწერილია, როგორ „წარმომადგენლობითი ხარჯები“. ბიუჯეტის ვირთხა სააკაშვილი, რომელიც შვილის სწავლასაც კი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით აფინანსებდა, დღეს ბერა ივანიშვილს ამუნათებს - შენ ფუფუნებაში ცხოვრობ, ჩემი შვილი კი ნაქირავებ ოთახნახევრიანშიო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

big_banner
არქივი