logo_geo
„ეს მიშას ბრძანებით, ჩემი დარბეული ოთახია.. ჯანსუღი ახლა რომ ცოცხალი იყოს, ხელმეორედ მოკვდებოდა კაცი!“
- +

15 ნოემბერი. 2018. 00:43

 

 

ჟურნალისტი მამუკა ვაშაკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს მიშას ბრძანებით ჩემი დარბეული ოთახია, მაშინ როცა გამომცემლობიდან ასამდე რედაქცია და რამდენიმე ტელევიზია გამოგვყარეს. როგორც ყოველთვის ჩემი უფროსი მეგობარი ჯანსუღიც გვერდში დაგვიდგა. ეს ფოტოც მაშინ გადაგვიღო ცნობილმა ფოტოხელოვანმა ჯემალ კასრაძემ - მე, ვალიკო სიმონიშვილი და ჯანსუღი. ეს პლაკატიც პროტესტის ნიშნად გავაკეთეთ და საპროტესტო მიტინგზე წასასვლელად ვემზადებით. ჯანსუღმა სახელდახელოდ მიშას „შემამკობელი” ლექსებიც დაწერა და მიტინგზე წაიკითხა კიდეც.

 

p.s.ახლა რომ ცოცხალი იყოს ხელმეორედ მოკვდებოდა კაცი!”- წერს ვაშაკიძე.

 

 

 

big_banner
არქივი