logo_geo
შაკო კუჭაშვილი: ნუ მოუკლავთ ხელმეორედ შვილს თამაზ მოლაშვილს!
- +

15 ნოემბერი. 2018. 16:44

 

 

მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საშინელ განწყობაზე ვარ...

 

ჩვენთან ოფისში სულხან მოლაშვილის მამა მოვიდა, იხსენებდა მოგონებებს, რომელიც მას თავის შვილთან აკავშირებდა - იცით, ემოციური ვარ და უმალვე დავტოვე ოთახი, შემდეგ ლილოში წავედით მოქალაქეებთან შეხვედრაზე. განწყობა ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებდა, გამოჩნდა ერთი „ნაცი“ და თამაზ მოლაშვილს ეუბნება „მე მიშა მიყვარს, მან ქვეყანა ააშენა“, რაზეც ბატონმა თამაზმა უპასუხა, რომ მიშამ მას შვილი ნელი სიკვდილით მოუკლა...

 

ცოტა ხნის შემდეგ ბატონმა თამაზმა მითხრა „შაკო, ამ ქალმა მეორედ მომიკლა შვილი, ბოლოს ასე ჩემი შვილის გარდაცვალებისას ვიყავიო“.

 

დავიძაბე, შევშფოთდი და ახლა თქვენ გეტყვით! - ნუ მოუკლავთ ხელმეორედ შვილს თამაზ მოლაშვილს!!! - მოგიწოდებთ, გააკეთოთ სწორი არჩევანი!“ - წერს კუჭაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი