logo_geo
მაკა რაზმაძე: ორმაგი სტანდარტი არ ტეხავს?
- +

16 ნოემბერი. 2018. 13:05

 

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გენერალ დევი ჭანკოტაძის ვიდეომიმართვის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს:

 

„დევი ჭანკოტაძე კიტოვანის რკონში გასვლიდან მახსოვს, მერე თბილისის ზღვაზე და ბოლოს თბილისის ომში. ორმაგი სტანდარტი არ ტეხავს? სხვებს მაშინ მოღალატეებად ნუღარ აცხადებთ, როცა დევი გმირია“, – წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ ჯარს და ამომრჩეველს მიმართა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში დაადანაშაულებს.

 

 

big_banner
არქივი