logo_geo
„გახდი ჩვენი პარტნიორი და ერთად დავხატოთ ახალი საქართველო“
- +

16 ნოემბერი. 2018. 14:17

 

„ტურისტული კომპანია #NGtravel მიმართავს ყველა ორგანიზაციას თუ კერძო პირს“, - ამის შესახებ ემიგრანტი ნიკო ბელიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„გახდი ჩვენი პარტნიორი და ერთად დავხატოთ ახალი საქართველო“

 

კომპანიის დამფუძნებლები, საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი ჟურნალისტები და ბიზნესმენთა ჯგუფია, რომლებსაც გააჩნიათ ევროპის, შუა აზიის და პოსტ საბჭოთა ქვეყნებში საერთაშორისო აღიარება, ასევე მრავალმხრივი რესურსები: პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ტურიზმის განხრით. ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა პარტნიორული ურთიერთობების დამყარება საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ ბიზნეს კლუბებთან, პოლიტიკურ წრეებთან და ასევე ტურისტულ კომპანიებთან.

 

საქართველო ტურისტულად საინტერესო და პოპულარული ქვეყანაა, ამიტომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან არის უამრავი მომართვა საქართველოში ტურის დაგეგმვის და განხორციელების მხრივ.

 

უცხოეთში 10 000–მდე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ჩვენს მიერ რეკომენდებული ტური წარმოადგენს სანდოობის, სერვისის ხარისხის გარანტიას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოში არსებული ყველა ტიპის სერვისი მოვაქციოთ ერთ სივრცეში და შევქმნათ პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოში მომსახურეობის სფეროში არსებულ კომპანიებს, ტურისტებისთვის საინტერესო და ხარისხიანი პროდუქტების კომფორტული შეთავაზების შესაძლებლობას.

 

ეს პლატფორმა ასევე საშუალებას მისცემს უცხოელ მომხმარებელს, თავად შეადგინონ ტური შეთავაზებული სერვის პაკეტებიდან, რომლებსაც თქვენ მოგვაწოდებთ. პარალელურად ნებისმიერ ადამიანს ეძლევა საშუალება, გამოიმუშაონ თანხები და საიტზე დარეგისტრირებული ვიზიტორი შესაძლოა გახდეს ჩვენი სერვისების გაყიდვების სუბ-აგენტი. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტების რაოდენობას და შეთავაზებული სერვისების გაყიდვებს.

ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გავუწიოთ პოპულარიზაცია საქართველოს ყველა კუთხეს, ტრადიციებს და კულტურას. გვაქვს საინტერესო და ინოვაციური პროექტები, შეთავაზების, რეკლამირების და გაყიდვების უპრეცედენტოდ მოქნილი და მომგებიანი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოში და თითოეული ჩვენი პარტნიორის შემოსავალიც.

ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლობას, ერთად დავხატოთ ახალი საქართველო“

 

ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენთან თანამშრომლობა იქნება თქვენთვის საინტერესო და მომგებიანი, გვსურს, წინასწარ გისურვოთ წარმატებები ჩვენი კომპანიის და ჩვენი პარტნიორი კომპანიების სახელით და მოგესალმოთ ჩვენს ჯგუფში.

 

პატივისცემით:

გიორგი ფოფხაძე

ნიკოლოზ ბელიაშვილი

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

(viber-whatsapp)

FR- + 33 6 02079548

ISR - ÷972 52 698 28 98

GEO - +995 598 888 925

GEO - +995 591 35 15 15

Georgia + 995 (032)2 050 881

Email - info@ngtravel.eu

Email - israelservicegroup@gmail.com

 

www.ngtravel.eu“, - წერს ბელიაშვილი

big_banner
არქივი