logo_geo
ბექა სივსივაძე: ასე დაგვხვრიტეს მე და გიორგი მამაცაშვილი 2011 წლის 26 მაისს!
- +

18 ნოემბერი. 2018. 17:17

 

„ასე დაგხვრიტეს მე და გიორგი მამაცაშვილი 2011 წლის 26 მაისს!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბექა სივსივაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ჩაიდინა სააკაშვილმა და მისმა ნაცხროვამ!

 

„რაღა დროს ცხრა წელია“ კი არა, ამ სექტის მიზანი რევანში და ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა!

 

დიახ, ძალაუფლების დაბრუნებას მიყოლებული რევანში - სისხლით, დაჭერებით, ქონების ჩამორთმევით, ციხეში ჩაგდებით, პატიმრების წამებით, კაცების გაუპატიურებით და ა.შ.

 

„ორი გვამით“ და „სულის ამოხდით“!

 

„ნულოვანი ტოლერანტობით“ და „ყველანი ციხეში“-თ!

 

ამ დოქსოპულო ზონდერებს, ერთ ოჯახად ჩამოყალიბებულ დანაშაულებრივ ბანდას სისხლი, კრიმინალი და ცოცხები აერთიანებთ!

 

დიახ, მათი სიმბოლო ცოცხი და ქართველთა სისხლით მორწყული რუსთაველის გამზირია!

 

დღეს ეს ზონდერები, ისევ ერთ ოჯახად გაერთიანებულები კვლავაც ემზადებიან ახალი 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოსაწყობად!

 

სააკაშვილი და ბოკერია, ბარამიძე და თარგამაძე, მერაბიშვილი და ახალაია არასოდეს შეიცვლებიან!“ - წერს სივსივაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი