logo_geo
გიო ძამუკაშვილი: ამიერიდან, ჩემი გიტარა ამ ავტოგრაფით იცხოვრებს
- +

18 ნოემბერი. 2018. 17:30

 

მუსიკოსი გიო ძამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დასხედით! ბოლომდე წაიკითხეთ!!! აი, ეს ამბავი ხდებოდა გუშინ „palau de la musica“-ში!!! (რა თქმა უნდა, ტომატიტომ ინსტრუმენტალიც დაუკრა, ხოსე მერსეს ვოკალის გარეშე!), მაგრამ მთავარი წინ იყო!!! კონცერტის შემდეგ (მაინც თეატრში გაზრდილი კაცი ვარ და რაღაც ძალებით AN NE) ვნახეთ ტომატიტო, რომელმაც მომისმინა და მითხრა, რომ მე ძალიან საინტერესო და კარგი შემსრულებელი ვარ და რომ გაუხარდა ეს შეხვედრა და რომ ემახსოვრება! ტომატიტომ მითხრა ეს!!!

 

პაკო დე ლუსია გიტარის ღმერთია, მან საგიტარო სამყაროს აჩუქა ორი მეფე, ვისენტე ამიგო და ტომატიტო, რომლებმაც ფლამენკო შეცვალეს და ახალ ეტაპზე გაიყვანეს, ჰო და აი, მაგასთან ვიყავი გუშინ... ვისი ვიდეოსკოლის მეშვეობითაც, საბოლოოდ დავავადდი ბავშვობაში ფლამენკოთი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომპიუტერიც არ მქონდა, DVD დისკი ვიშოვნე და საწყალ ბებიას და პაპას ტელევიზორს აღარ ვაყურებინებდი ხოლმე ამ ხუჭუჭა კაცის გამო... წარმოგიდგენიათ, ჩემთვის ეს შეხვედრა რა ემოცია იყო?

 

P.S. ამიერიდან, ჩემი გიტარა ამ ავტოგრაფით იცხოვრებს“, - წერს ძამუკაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი