logo_geo
გიორგი ისაკაძე: სააკაშვილის განცხადება არის სრულიად მოწყვეტილი ეკონომიკურ საფუძვლებს! საკმარისია!
- +

19 ნოემბერი. 2018. 00:10

 

ჟურნალისტი გიორგი ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ტუტუცის უამრავი განმარტება არსებობს. ძველი დროიდან მოყოლებული, ვიდრე თანამედროვე ლექსიკონებით განმარტებული. ხოდა, ვისაც როგორ გესმით, ისე გაიგეთ და თან მიიღეთ:

 

ის რაც ეხლა, საპრეზიდენტო არჩევნების გამო ხდება ქართული ბიზნესის და ფინანსური სექტორის თავს არის ტუტუცობა!

 

P.S. სააკაშვილის განცხადება არის სრულიად მოწყვეტილი ეკონომიკურ საფუძვლებს. და არის პოპულიზმი, რომელსაც არანაირი გათვლები არ ახლავს (გარდა, შესაძლო ექსპრორირებისა და ამ თანხების მიმართვისა ისევ ბანკებში). ისევე, როგორც 400 ლარის პენსიის იდეას.

 

 

 

 

PPS. იმედია, მთავრობა ორშაბათის გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელთა თანხებს გაუფრთხილდება და არ დაუშვებს ფინანსური სექტორის მუდმივ ტორტმანს. საკმარისია. არაა საჭირო ვალებით გამოტენილი კერძო სექტორის სრულიად უპროგნოზო გარემოში არსებობა.

ისედაც ბევრი რისკია გარშემო.

პატარა ნიავიც გვყოფნის“ ,- წერს გიორგი ისაკაძე.

big_banner
არქივი