logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: ნაცხროვა რატომ არასდროს დაინტერესებულა ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდების ბედით?!
- +

19 ნოემბერი. 2018. 16:05

 

 

მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სახალხო დამცველს ჩემი გიორგის საქმე რატომ არ აინტერესებს?! ნაცხროვა რატომ არასდროს დაინტერესებულა ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდების ბედით?! მათ მშობლებს ვინ გულშემატკივრობდით და ან ახლა ვის გახსოვთ? მალე ჩავაჭედებ დიდ ლურსმანს თქვენს პოლიტიკურ კუბოს და ხსენება აღარ იყოს თქვენი...“ - წერს გამცემლიძე.

 

 

 

big_banner
არქივი