logo_geo
რუსუდან შარაძე: ცოტა ხნით დაგემშვიდობებით... მადლობა ყველას სიყვარულისთვის, დაფასებისთვის...
- +

19 ნოემბერი. 2018. 17:10

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველაფერი იწყება და მთავრდება, გარდა მარადიულისა - იქნება ეს ღმერთი თუ სხვა ღირებულებები...

 

ხშირად, რაღაც ძალიანაც გწყინდება, იღლები, გბეზრდება, მაგრამ ვერაფერს ცვლი და ერთსა და იმავე წრეზე დადიხარ.

 

ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია, თავად შეიცვალო, ანუ შეცვალო შენი შინაგანი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.

 

დიმიტრი უზნაძემ, თავისი გენიალური „განწყობის თეორიით“, დიდი ხნის წინ დაამტკიცა ის, რაზეც ფრაიბურგის უნივერსიტეტში ლექციები მიტარდებოდა - „ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა!“.

 

მოდით, ვიყოთ ყველანი ბედნიერები და შევიცვალოთ. უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა.

 

მე ახლა ჰაერივით მჭირდება ეს და ამიტომ, ცოტა ხნით დაგემშვიდობებით.

 

მალე დაგიბრუნდებით.

 

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას სიყვარულისთვის, დაფასებისთვის. მიგულეთ ყველგან“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

big_banner
არქივი