logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: შიგ „დუდუკში“ მოხვდათ მათთვის განკუთვნილი „ისრები“!
- +

19 ნოემბერი. 2018. 21:51

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მაესტრო ტვ“-ს დამწყები ჟურნალისტის (ჩემთან ორი სატელეფონო ინტერვიუს კო-რესპონდენტის) საყურადღებოდ:

 

- როგორც სატელეფონო ინტერვიუშიც მოგახსენეთ, ვადასტურებ ალექსანდრე (სანდრო) მეგუთნიშვილთან მეგობრობას, ვადასტურებ მის ნათქვამს ჩემთან გავლილი კონსულტაციების შესახებ, ვადასტურებ ჩემს ურთიერთობას პ/გ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ცენზის წევრებთან სხვადასხვა რეგიონიდან და ძალიან ვამაყობ ამით;

 

- ვადასტურებ, რომ ყოველთვის გავუწევ კონსულტაციებს იმ ადამიანებს და ვიდგები მათ გვერდით, ვინც ნებისმიერი ფორმით ( მათ შორის სხვადსხვა თვალსაჩინო მასალების დამზადება-გავრცელებით) ეწინააღმდეგება „ნაც-ნაძირალების“ გაძლიერებას, „ნაც-ნაძირალების“ საქართველოს კისერზე წამოჯდომას და ყოველთვის ვიბრძოლებ მათი („ნაც-ნაძირალების“) საქართველოს პოლიტიკური სივრციდან საბოლოოდ განსადევნად;

 

- ვადასტურებ, რომ ამჯერად უკვე მე თვითონ, ჩემი პირადი დანაზოგით შევუკვეთე ძალიან დიდი რაოდენობის შესაბამისი თვალსაჩინო ბეჭდური პროდუქცია, რომელიც სულ მალე გამოჩნდება ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში.

 

P.S. იმდენად აგრესიულად და ქაოსურად აკაკანდნენ ქათმები საქათმეში, რომ აშკარაა - შიგ „დუდუკში“ მოხვდათ მათთვის განკუთვნილი „ისრები“!“ - წერს ყარაულაშვილი.

 

big_banner
არქივი