logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ძალიან უცნაური ამბავი ჩემს „პისტოლეტურ გმირობაზე“ და გენერალ გია კრიალაშვილზე...
- +

20 ნოემბერი. 2018. 12:25

 

ჟურნალისტი ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ძალიან უცნაური ამბავი ჩემს „პისტოლეტურ გმირობაზე“ და გენერალ გია კრიალაშვილზე...

 

აფხაზეთის დაკარგვის, ანუ წართმევის... არ ვიცი, როგორ ვთქვა... წინა წლის ზაფხული იყო... ჩემი ბოლო წელი აფხაზეთში... ივლისის დასაწყისში მოხდა პირველი შეტაკებები ქართველებსა და აფხაზებს შორის... თბილისშიც გავიგეთ ეს ამბები...

 

არადა... სოხუმის ულამაზეს დასასვენებელ სახლში გვაქვს ნაშოვნი საგზურები ჩემთვის და სულ პატარა ნინკასთვის...

 

არ ვიცი, როგორ მოვახერხე გალიჩკას შებმა, მაგრამ ბოლო მომენტში გაგვიშვეს სოხუმში...

 

სასაცილო ის იყო, რომ დასასვენებელი სახლი, სადაც დასვენებისთვის მთელი საქართველო თავს იკლავდა... და 2-ადგილიან ნომრებში კიდევ 3 „ლეჟანკა“ იდგმებოდა...

 

ვიყავით სულ 3 ქართული და 10-მდე რუსეთიდან ჩამოსული ოჯახი...

 

ისეთი სიცარიელე იყო, რომ ბარმენმა გურამმა პირადად მე ჩამაბარა ბარის გასაღები და როცა გვინდოდა, შევდიოდით და ყავას ვიდუღებდით...

 

ამ დროს... ასეთი წყნარი სოხუმი არასდროს ყოფილა...

 

რუსი ჯარისკაცები დადიოდნენ ქუჩებში, პალმების ქვეშ ტანკები იდგა... ამბობდნენ, „ტურბაზაში“ ჯაბას ბიჭები არიანო და „თეთრი გიორგის“ წევრები...

 

ერთხელაც ვზივართ პლაჟზე... პლიაჟი სულ გავსებული იყო მაინც... სოხუმელები სულ აქ დადიოდნენ... სისუფთავე იყო და ნორმალური პირობები...

 

უცებ გაიღო პლაჟის დაცვიანი კარები და 5 თუ 6 ბიჭი შემოვიდა...

 

ყველამ მიაქცია ყურადღება... ჩვენს ფონზე ნამეტანი გამოწყობილები იყვნენ... კოსტიუმები ეცვათ და ფეხსაცმელებით გაიარეს ქვიშაში...

 

მოკლედ... რამდენიმე „ჯეიმს ბონდმა“ რამდენჯერმე გადასერა პლაჟის ტერიტორია და უცებ ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან და მეკითხება:

 

-თქვენ ლელა არა ხართ... პირველ საშუალოში არ სწავლობდითო?“...

 

მე დავუდასტურე...

- მეც პირველში ვსწავლობდიო...

უნდა დაგვეხმაროთო...

გარეთ აფხაზეთის მილიცია დგას და ახლა აქ შემოვაო...

 

არ ვიცი და არ მახსოვს, რითი „შემაბა“ ამ კარგმა ადამიანმა ან როგორ გავრისკე, მაგრამ 10 წუთში... მე, პატარა ნინკასთან ერთად, ბულგარეთში ბოლო ფულით ნაყიდი ფოჩიანი ჩანთით გავედით პლაჟიდან...

 

ღობის იქითა მხრიდან, მართლა იდგა მილიცია...

 

წყნარად ჩავუარეთ და წავედით სანატორიუმის მე-4 კორპუსისკენ...

 

შეიძლება, არც დამიჯეროთ... მაგრამ ბულგარულ ჩანთაში, პირსახოცის ქვეშ... მედო 4 ცალი „მაკაროვი“... (ბიჭებმა მითხრეს, გადამალეო... ხვალ წავიღებთო)...

 

...როგორი ბედნიერი და ამაყი მივაბიჯებდი... ყურში მესმოდა ტარივერდიევის ორივე სიმღერა „გაზაფხულის 17 გაელვებიდან“... თანაც ერთდროულად...

 

ავედი ჩემს ნომერში და პისტოლეტები (თუ რაც ჰქვია) დავდე „შკაფის“ ბოლო თაროზე, დამლაგებლების მიერ ყოველი შემთხვევისთვის სიცივისთვის შემონახული პლედების ქვეშ...

 

მეორე დღეს არავინ არ მომაკითხა... არც მესამე დღეს... ვცხოვრობდი ასე „მაკაროვურად“ კონსპირაციულად...

 

მეხუთე დღეს... ბიჭები მოვიდნენ...

 

მეექვსე დღეს კი ჩემი დაბადების დღე იყო და იმდენი ყვავილი მომიტანეს, რომ, გეფიცებით... მთელი ნომერი სავსე იყო... დამლაგებლები სასაუზმედან კიტრის მწნილის ცარიელ ქილებსაც აგროვებდნენ...

 

გარდა ამისა... ყოველდღე ხან „მერხეულში“ მპატიჟებდნენ, ხან „ეშერაში“...

 

არ მივყვებოდი... ზღვა მერჩივნა...

 

არადა იმ ზაფხულში განსაკუთრებით სხვანაირი იყო აფხაზეთის ზღვა...

 

გამჭვირვალე და ლამაზ-წვრილ-კენჭება...

 

ახლა ვხვდები... ალბათ, მემშვიდობებოდა...

 

მე რომ ვცურავდი და პირსიდან ვხტებოდი, „ჯეიმს ბონდები“ ნინკას უვლიდნენ ძიძებივით ნაპირზე...

 

მათი სულისჩამდგმელი კი იყო...

 

მაშინ არა გენერალი...

 

უბრალოდ კარგი ბიჭი გია კრიალაშვილი, ძალიან თავაზიანი......

 

ოღონდ ცოტა მკაცრი სხვებთან შედარებით...“ - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი