logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: „მემორიმ“ შემახსენა - მაგარი ისტორიაა!
- +

21 ნოემბერი. 2018. 23:28

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მემორიმ“ შემახსენა - მაგარი ისტორიაა!

 

დღეს ვნახე, საავადმყოფოს პალატაში მაღალ საწოლზე მოხუცი ქალი იჯდა, გამჭკნარი ფეხები ნაჭრის თოჯინასავით ჩამოეყარა, ექიმს ელოდა, წუხდა, ღამდება და სახლში წასვლა როგორღა შევძლოო. 1 კვირის წინ ფილტვების ანთებით სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემოუყვანია, სახლიდან არც მაშინ მოჰყოლია ვინმე და არც მერე მოუკითხავთ. საჭმელს ექიმი და ავადმყოფები აწვდიდნენ...

 

- კი, შვილები მყვანან, შვილიშვილებიც, ჩემს აშენებულ სახლშიც ცხოვრობენ მეორე სართულზე, მე ქვევითა ვარ, არ მკითხულობენ, ეგრე ვაგდივარ .. ნეტა, პენსიები ხო ჩაირიცხა? ჰოოო,ახლაც რო მივალ, დავწვები, ხვალ მეზობლის ბიჭს ვთხოვ, სადმე შეშა მაყიდინოს... უჯიგრო თუ ხაააარ, გინდ შვილი იყოს და გინდ შვილიშვილი, ეგრე შემატოვეს ამ სოფელ-ქვეყანას... იქვე გადაფენილ მოსაცმელს დასწვდა, ჯიბეში , სალფეთქში გახვეული ლობიანის ნაჭერი შეამოწმა, დაქექილი საფულე ამოიღო, მერე პატარა წიგნი ამოაყოლა, გადაშალა, თვალებთან ახლო მიიტანა, თითქოს პირველად ხედავსო და კითხვა დაიწყო. წიგნს მარიამ ღვთისმშობელი ეხატა და ეწერა- "დედის ლოცვა"...“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი