logo_geo
ვახტანგ შაქარიშვილი: დააბით ქოფაკი გვარამია!
- +

22 ნოემბერი. 2018. 21:36

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რუსთავის 2“-ს შეთავაზებაზე საარჩევნო პრეზენტაცია გაეკეთებინა პრეზიდენტობის კანდიდატს თავის გუნდთან ერთად სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბმა შემდეგი პასუხი გასცა:

 

„პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი იღებს „რუსთავი 2“-ის შემოთავაზებას, რომლითაც ტელეკომპანია ეთერს პრეზენტაციისთვის გვთავაზობს.

 

თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრინციპული პოზიციაა, რომ იმ ტელეკომპანიაში, რომელიც ცრუ ბრალდებებით, აგრესიით, სიძულვილის ენით, პერსონალური შეურაცხყოფით და მიზანმიმართული ცილისწამებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ის არანაირ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

მაგრამ, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, „რუსთავი 2“ კი ალტერნატიული აზრისა და სიმართლისთვის ჩაკეტილია, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი გუნდი ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ამ ტელეკომპანიის მაყურებლამდეც მივიტანოთ სიმართლე. სწორედ ამიტომ, საარჩევნო შტაბის და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მზად არიან შემოთავაზებულ ფორმატში უპასუხონ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.“

 

ამის საპასუხოდ „რუსთავი 2“-მა საერთოდ უარი თქვა პრეზენტაციაზე.

 

დაკეტილი ტელევიზია, რომელსაც ეშინია სიმართლის - ესაა მათი პასუხის დიაგნოზი.

ისე სცადეთ, დააბით ქოფაკი გვარამია! გადაუღეთ სურათი, რომ დაბმულია და ვნახოთ მერე, იქნებ მოვიდეს კიდეც.

 

სერიოზულად თუ დავფიქრდებით, ყველაფერზე ეტყობათ, გააცნობიერეს რომ არჩვენებს აგებენ, რაც იწვევს ამ ტელეკომპანიის სრულ ლუსტრაციას!“ - წერს შაქარიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი