logo_geo
ირმა ინაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედას: ქალბატონო მედიკო, არ ვიმსახურებ თქვენგან იმას, რასაც წერთ
- +

25 ნოემბერი. 2018. 22:28

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ვეხმიანები: ქალბატონო მედიკო, პანკისშიც ვიყავი, მოგისამძიმრეთ კიდეც, თქვენი ტკივილიც გავიზიარე, მუდმივად საჯაროდ მიმართავდი და მივმართავ ხელისუფლებას, რომ ითქვას სიმართლე, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები. არ ვიმსახურებ იმ მიმართვას თქვენგან, რაც წავიკითხე. დღეს დილით სალარიძეს პანაშვიდი გადავუხადე და თქვენი შვილის სახელზე, დაბადების დღისთვის რაც გასაკეთებელი იყო, თქვენი წესისამებრ, ისიც გაკეთდა. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ასე რომ, ქალბატონო მედიკო, მე არ ვიმსახურებ თქვენგან იმას, რასაც წერთ. მორიგჯერ გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ სამართალი ჯერ ვერ იპოვეთ, მაგრამ იცოდეთ: მართალ კაცს, თუ მართალია... როცა მართალია, ეს სიმართლე არ დაეკარგება“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი