logo_geo
„როგორ ზემოქმედებენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე?“ - ირაკლი კაკაბაძის განცხადება
- +

26 ნოემბერი. 2018. 23:11

 

 

„რუსულ სპეცსამსახურებს გააჩნიათ საკმაოდ განვითარებული კომპიუტერული ტროლებისა და აგენტურის ქსელი, იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ არჩევნებზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ ირაკლი კაკაბაძე წერს.

 

როგორ ზემოქმედებენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე? - ამასთან დაკავშირებით უფლებადამცველი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

 

„ცნობილია რომ რუსულ სპეცსამსახურებს გააჩნიათ საკმაოდ განვითარებული კომპიუტერული ტროლებისა და აგენტურის ქსელი, იმისათვის რომ გავლენა მოახდინონ არჩევნებზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე მიმდინარეობს სპეციალური გამომძიებელი მიულერის დამოუკიდებელი გამოძიება რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობაზე 2016 წლის არჩევნებში.

 

დღეს, რუსეთმა პირდაპირი საომარი აგრესია განაახლა უკრაინაში. ცხადია, ეს ჩვენი მეგობრული ერისათვის საკმაოდ დიდი დარტყმაა და უკრაინელები ყველანაირად ეცდებიან რომ დაიცვან საკუთარი სამშობლო და საქართველო უკრაინის გვერდზეა ამ მძიმე მომენტში.

 

ახლა კი ვნახოთ ის, თუ როგორ აპირებს რუსული სპეცსამსახური ჩაებას ქართულ არჩევნებში ან მოაწყოს არეულობის სცენარი. მოგეხსენებათ რომ ნაციონალური მოძრაობის პეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საბთოთა კავშირის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც საკმაოდ ახლო კონტაქტები აქვს მის ყოფილ 'სამშობლოსთან'. ამიტომაც, რუსეთის სპეცსამსახურები, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით უკვე დიდი ხანია გზავნიან ფულს იმისათვის რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია ანკი აირჩიონ მათი კანდიდატი. უნდა ითქვას, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს მაშინ, როდესაც გრიგოლ ვაშაზეს მის სასურველ კანდიდატად არ წარმოაჩენს. ადამიანს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ რუსეთი სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. არადა საქმე სულ სხვაგვარად არის. აი, რაზე აგვიხილეს ჩვენ თვალი უკრაინელმა სპეციალისტებმა.

 

უკვე ამ წლის გაზაფხულიდან რუსეთიდან აქტიურად იგზავნება ფულები იმისათვის რომ საქართველოში განვითარდეს ეგრეთწოდებული „რევოლუციური სცენარი“. ფინანსური რესურსების გადმოდინება საქართველოში ხორციელდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში დარეგისტრიებული კომპანია «Внешторгсервис"-ის საშუალებით, რომელსაც ხელმძღვანელობს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ოფიცერი, ვინმე პაშკოვი. ეს პიროვნება თავის დროზე ირკუტსკში მოღვაწეობდა და იყო ქალაქ ბრატსკის მერი და ირკუტსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორიც. უცნაურია პაშკოვის ირკუტსკიდან პირდაპირ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე გადმოსროლა, მხოლოდ იმისათვის რომ უხელმძღვანელოს ფინანსურ ორგანიზაციას „ვნეშტოგსერვისს“. როგორც ამბობენ პაშკოვის უშუალო უფროსი და მფარველი გახლავთ „როსტეხ“-ის სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარე და უშიშროების გენერალ-პოლკოვნიკი, სერგეი ჩემეზოვი. ეს ის ჩემეზოვია, რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლობელია ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან, როდესაც ორივე მათგანი აღმოსავლეთ გერმანიაში მუშაობდნენ ცნობილ კგბ-ზე. ამბობენ რომ ისინი ერთ სადარბაზოშიც კი ცხოვრობდნენ გერმანიაში. ასე რომ, „ვნეშტორგსერვისი“ პირადად ვლადიმირ პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობს თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში. სწორედ ეს ორგანიზაცია ახდენს დღეს „რევოლუციური სცენარის“ დაფინანსებას. თანაც ხშირ შემთხვევაში, ეს დაფინანსება ქეშით ხდება, რადგან გამყოფი ხაზების გადმოკვეთა დღეს დიდი პრობლემა არ არის, მითუმეტეს დიდძალი ქეშით შეარაღებული ადამიანებისთვის. პაშკოვის „კომერციული“ ორგანიზაციისათვის არანაირი პრობლემა არ იყო რომ ეს ფული მიეწოდებინა თბილისში ამ ზაფხულს გამართული საპროტესტო აქციების ნაციონალი ორგანიზატორებისათვის.

 

კონკრეტულად საქართველოში 'რევოლუციური სცენარის' განვითარებას ხელმძღვანელობს ფსბ-ს მე-5 განყოფილების 'ოპერატიული ინფორმაციის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის" ყოფილი უფროსი, ფსბ-ს გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ბესედა. იგი ცნობილია იმით რომ უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოში დესტაბილიზაციისა და სეპარატიზმის ხელშეწყობის რამდენიმე პროექტს 2008-2010 წელს. სწორედ, გენერალ-პოლკოვნიკი ბესედა ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს ირაკლი ოქრუაშვილთან და სხვებთან 2011 წლის მოვლენების წინ. მაშინაც იგეგმებოდა „უმართავი ქაოსის“ სიტუაციის შექმნა საქართველოში. ბესედა ფსბ-ს უფროსის, ალექსანდერ ბორტნიკოვის მარჯვენა ხელია და ახლა მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა. დაახლოებით ერთი წლის წინ ბესედამ და მისმა განყოფილებამ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მოკავირეების დაფინანსება დაიწყო უკრაინასა და საქართველოში. როგორც ჩვენთვის ცნობილია პირველმა ასეთმა დახმარებამ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამის მერე კი ყურადღება ისევ საქართველოზე გადმოვიდა. სხვადასხვა წყაროს თანახმად, საქართველოში უკვე რამდენიმე მილიონი გადმოვიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან სხვადასხვა შუამავლების საშუალებით. ეს ფული სწორედ „რევოლუციური სცენარის“ მომზადებას ემსახურებოდა. ეს ჯერ კიდევ გვიან გაზაფხულზე დაიწყო.

 

რა არის „რევოლუციური სცენარის“ მიზანი? ეს არის საქართველოში „უმართავი ქაოსის“ მოწყობა და ამის შედეგად რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორიის ანექსია. განიხილება შესაძლებლობა ბატონი ვაშაძის არჩევნებში გამარჯვებისა, რაც თავისთავად წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციას პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. სხვა სიტუაციაში ეს ნორმალურიც იქნებოდა. მაგრამ, ამაზე უფრო სავარუდო სცენარი, რაშიც „ვნეშტორგსერვისის“ უფრო დიდი ქეში ჩაიდო არის არჩევნების დროს არეულობის მოწყობა - ძალადობის პროვოცირება, რომლის შემდეგაც დაიწყება გაუკონტროლებელი პროცესები. მას აგრეთვე ხელს უწყობს ის აქცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულად მართავს პარლამენტის წინ თბილისში. რა თქმა უნდა, „ვნეშტორგსერვისის“ მიერ გამოგზავნილი თანხების შესახებ ინფორმაციას ფლობს მხოლოდ რამოდენიმე პირი და ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი აქციებზე გულუბრყვილოდ მისულ პატიოსან მოქალაქეებზე. მიხეილ სააკაშვილთან და ამ „რევოლუციური პროცესების“ სხვა ლიდერებთან კომუნიკაცია უკვე სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს. გენერალი ბესედა პროცესებს ისე მართავს რომ რუსული კვალი რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს.

 

ყველაფერი ეს გვაიძულებს რომ ვთქვათ რომ საჭიროა მაქსიმალურად მშვიდობიანი აქტიურობა არჩევნების დროს. იმედია, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი მორიგი „რევოლუციური სცენარი“ საქართველოში არ იმუშავებს“, - წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი