logo_geo
„იბერიას“ საინფორმაციოს ყოფილი წამყვანი: ამ ბრძოლაში დამფუძნებლებმა მიგვატოვეს
- +

26 ნოემბერი. 2018. 23:18

 

 

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები არხის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს უკვე ღიად დაუპირისპირდნენ და ფიქრობენ, რომ ისინი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს. როგორც  თამარ ურუშაძე ამბობს, მიუხედავად არსებული კრიზისისა, გუნდი მზად იყო რომ ტელევიზიაში მუშაობა გაეგრძელებინა, თუმცა ხელმძღვანელობამ გამოუცხადა, რომ ისინი მუშაობას აღარ გააგრძელებდნენ.

 

„მე ვემზადებოდი 18:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვებისთვის, იყო 6-ის ნახევარი, როდესაც გავიგეთ, რომ ოპერატორების გარკვეულმა ნაწილმა თქვა, რომ არ გავიდოდა გადაღებაზე მანამ, სანამ არ იქნებოდა ხელფასები გაცემული, თუმცა იყო იმის რესურსი, რომ არხს გაეგრძელებინა მუშაობა, ამის მიუხედავად, გვქონდა იმის რესურსი, რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა და არავითარი საფრთხე არ არსებობდა, რომ გამოშვება ჩავარდნილიყო.

 

ჩვენი საინფორმაციო სამსახურის უფროსი ავიდა ხელმძღვანელობასთან და მოახსენა, რომ იყო პრობლემა, რასაც სჭირდებოდა ახსნა-განმარტება. ყველა თანამშრომელი მზად იყო, რომ თუ ვინმე დაელაპარაკებოდა, მზად იყვნენ გაეგრძელებინათ მუშაობა, მაგრამ არხის დამფუძნებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არა, არც არსებული მასალით საინფორმაციო ეთერში აღარ გავიდოდა. დღეს მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს წინასწარვე იყო ასე განსაზღვრული და პატარა პრობლემას ელოდებოდნენ, რომ გაეჩერებინათ წინასაარჩევნოდ.

 

თანამშრომლების მრავალჯერადი მოთხოვნის შემდეგ, ხელმძღვანელობასთან შეხვედრა შედგა, დაახლოებით 2-საათიანი, საკმაოდ დაძაბული თათბირი იყო და მე ზუსტად მახსოვს, ამას ძალიან ბევრი მოწმე ჰყავს, ჩემმა კოლეგა ბექა პატურაშვილმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მზად ვიყავით უსასყიდლოთ გაგვეგრძელებინა მუშაობა, სანამ ტელევიზია არ მოაგვარებს ფინანსურ პრობლემებს, უბრალოდ გვინდა გეგმა თქვენი მხრიდან და კონკრეტული პირობა, იმის შესახებ თუ რას და როგორ ვაპირებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არსებობდა მზაობა. ამ ბრძოლაში დამფუძნებლებმა მიგვატოვეს. დღეს უკვე ვხვდები, რომ აქ სიტყვის თავისუფლება არაფერ შუაში არ იყო, ეს იყო ერთი ბიზნესმენის პირადი ბიზნეს ინტერესების ლობირების საკითხი  და ამისთვის ძალიან ცუდად მოხდა ტელევიზიის გამოყენება”, – განაცხადა თამარ ურუშაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი