logo_geo
ბაკურ სვანიძე: ხალხო! თქვენ ზოგმა მართლა ხომ არ გარეკეთ?
- +

27 ნოემბერი. 2018. 02:38

 

 

„ხალხო! თქვენ ზოგმა მართლა ხომ არ გარეკეთ?“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაიძახით, სააკაშვილს 2003 წლამდე არ ეტყობოდა, რომ გიჟი და მანიაკი იყო, მერე ძალაუფლებამ გააფუჭაო!

 

კაცმა დედაქალაქის საკრებულოდან სახელმწიფო დროშა ჩამოაგდო და პარტიული დროშა დაკიდა!

 

მანამდე იუსტიციის მინისტრობის დროს, რუსთაველზე სამინისტროს წინ თეთრებში ჩაცმული ფორმიანი „საპატიო ყარაული“ დააყენა და ამით ერთობოდა...

 

სიცილი ისეთი ჰქონდა, პირდაპირ აბი-გლუკოზა უნდა დაგეტაკებინა ხახაში!

დახტუნაობდა, ყვიროდა, სკანდალებს აწყობდა და მეტი რაღა უნდა შემჩნეოდა?

არა, მართლა გადამრევთ ზოგიერთი რა!“ - წერს სვანიძე.

 

 

big_banner
არქივი