logo_geo
გიორგი იაკობაშვილი: შენ უნიათო ეძახე და, რამდენი მოუსწრიათ არასრულ სამ საათში!
- +

28 ნოემბერი. 2018. 14:11

 

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ГРУსთავი2“-ის ინფორმაციით, არჩევნები სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს. კერძოდ: ხდება ბიზნესის რეკეტი, ხელკეტების და ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაარბიეს ორი აქცია, დილის 8 საათიდან მოყოლებული ამ წუთისათვის ციხეში ჩაყრილია 30 ათასი ადამიანი, ხოლო 300 ათასი ადამიანი მრავალწლიანი პრობაციისთვის არის განწირული.

 

ზუსტად 8 საათსა და 30 წუთზე ხელისუფლებამ დაარბია, დახურა და მიისაკუთრა რამდენიმე მედიასაშუალება, დაპატიმრებულია რამდენიმე ფოტორეპორტიორი.

 

აღებულია ვ. გორგასლისა და დ. აღმაშენებლის ძეგლები, რომელთა ადგილზეც უკვე მიმდინარეობს „კარფურის“ მშენებლობა, ქ. დედის ნაცვლად დაიდგმება გ. მაღრაძის ძეგლი ერთ ხელში თასით, მეორე ხელში - პაპიროსით.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, „ოცნების“ ნიღბიანი ზონდერები დარბიან და ყვირიან: „გრიშას რა? ულვაშზე ფსმა“...

 

შენ უნიათო ეძახე და, რამდენი მოუსწრიათ არასრულ სამ საათში!“ - წერს იაკობაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი