logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ადექი ახლა და გადადგი ნაბიჯი, წადი ხმის მისაცემად, შენი წილი სამშობლოსათვის!
- +

28 ნოემბერი. 2018. 15:55

 

 

„დღეს არჩევნებია. ყველანი მივდივართ, ნუ ვიყვედრებით ხმას, რომელიც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს, კიდევ ერთხელ მივდივართ, ისევ იმედით და ჩვენი ოცნების გადასარჩენად!“  - წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

 

„ყველაფერი კარგად იქნება!!!

 

„...იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია - ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას,

ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.

რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული. რომელი ერთი ჩამოვთვალო!

კიდევ რა არის სამშობლო?

თვითმფრინავიდან რომ გადმოხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება - ეს არის სამშობლო.

კიდევ?

კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა - ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა... თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.

კიდევ რა - სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე.

როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია“. ნოდარ დუმბაძე

ძალიან არაპოეტურად კი ჟღერს, მაგრამ სამშობლო არჩევნებიცაა და ადექი ახლა და გადადგი ნაბიჯი, წადი ხმის მისაცემად, შენი წილი სამშობლოსათვის!“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი