logo_geo
ივანე ნუგზარაშვილი: ქართველო ემიგრანტებო, რატომ გგონიათ, რომ ჩვენზე მეტად გიყვართ სამშობლო
- +

29 ნოემბერი. 2018. 20:09

 

„ქართველო ემიგრანტებო, რატომ გგონიათ, რომ ჩვენზე მეტად გიყვართ სამშობლო და მითუმეტეს ჩვენზე მეტად შეგტკივათ გული მის განვითარებაზე“, - წერს სოციალურ ქსელში ივანე ნუგზარაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თქვენ გგონიათ ჩვენ არ გვაქვს One way ticket-ის ფული?

 

წლებია წახვედით ქვეყნიდან, ეს თქვენი არჩევანი იყო. თუ იტყვით, რომ გაუსაძლისმა პირობებმა გაიძულათ წასვლა, გეტყვით, რომ ჩვენც იგივე პირობები გვქონდა, მაგრამ არ მიგვიტოვებია ქვეყანა.

 

მიუხედავად ამისა, მე არ ვთვლი, რომ თქვენზე უკეთესი ვარ რამით, ან თქვენზე მეტად მიყვარს სამშობლო. ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს ცხოვრებაში და ღმერთმა სულ კარგად გამყოფოთ, სადაც არ უნდა იყოთ.

 

მაგრამ, როდესაც საქართველოს დაქცეულ ეკონომიკას, დანგრეულ ინფრასტრუქტურას ან განვითარების დონეს ადარებთ გერმანიისას, იტალიისას, ესპანეთისას, საფრანგეთისას ან სკანდინავიის ქვეყნებისას, არ დაგავიწყდეთ, რომ ეგ ქვეყნები ადგილობრივმა მოსახლეობამ განავითარა და არა მათმა ემიგრანტებმა.

 

ძალიან გთხოვთ, მორჩით დისტანციური ჭკუის სწავლების კურსების გახსნას!

 

ჩვენ თქვენ გვიყვარხართ და გელოდებით! უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - წერს ნუგზარაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი