logo_geo
ირმა ინაშვილი: გულახდილად გეუბნებით: ჯერ ყველაფერი წინაა... ყველაფერი კარგად იქნება!
- +

29 ნოემბერი. 2018. 23:40

 

 

„მადლიერების გამოხატვა, ერთის მხრივ, ნიჭია... მეორეს მხრივ, ქრისტიანული ქმედებაა და მესამეცაა - აღზრდის საკითხია“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველა ეს კომპონენტი კავშირშია ერთმანეთთან. ყოველთვის ვცდილობ, არ მოვაკლო მადლიერება იმ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების გზაზე ხელი წამაშველს, რომლებიც დამეხმარნენ, რომლებიც მაშინ იდგნენ ჩემს გვერდში, როცა მიჭირდა... ჩემს შვილებს ვასწავლი, რომ დაიმახსოვრონ და მომავალში ამ ადამიანების შვილებს სცენ პატივი. შეიძლება, როგორც ყველა მოკვდავს, მეც ბევრი რამ მეშლება, მაგრამ ვცდილობ, სულ ვცდილობ, ხშირად ვთქვა სიტყვა: „გმადლობთ“... აი, ახლა, პირველ რიგში, მადლობას ვეუბნები ღმერთს, რომელიც იყო და არის ჩემთან და მადლობას ვეუბნები ქართველ ხალხს, რომელმაც 25 ნოემბერს გადაჭედა თავისუფლების მოედანი!

 

არც ერთი პოლიტიკოსი არაა უფრო ჭკვიანი, უფრო მაგარი, ვიდრე ქართველი ხალხი! მე თქვენ მიყვარხართ!

 

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემდამი მადლიერება საჯაროდ გამოხატა, ვინც პირადში მომწერა. ათასობით წერილია...

 

გულახდილად გეუბნებით: ჯერ ყველაფერი წინაა. როცა სამშობლოსთვის რაიმე ღირებულს აკეთებ, სამადლობელიც არაა. გკოცნით. მადლობა, მადლობა და მადლობა ქართველ ხალხს! გჯეროდეთ: ყველაფერი კარგად იქნება!“ - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი