logo_geo
ბაკურ სვანიძე: ამათ უნდა გააკეთონ არჩევანი ჩვენი ქვეყნის „ნათელი მომავლისთვის“? საარჩევნო ყუთთან მიახლოებას ავუკრძალავდი!
- +

30 ნოემბერი. 2018. 20:13

 

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დედა ბიჯო! და მერე თქვენ გიკვირთ ესენი „რუსთავი 2“-ის დამუშავებულ ტყუილებს რომ იჯერებენ? კარტოფილის ვიდეო რომ დავდე ჩემივე გვერდზე 20 ათასზე მეტი ნახვა აქვს და უამრავი გაზიარება... ყველა თავღლეს ვერ გამოვეკიდები... მაგრამ არც ისე ცოტა კომენტარი გადავათვალიერე და... კაი, ბიჯო, „ნაცები“ რომ გააღიზიანა ამ ხუმრობამ და „უნიჭოს“ და „უდონოს“ რომ მეძახიან და „უკბილო ხუმრობას“ რომ უწოდებენ ამას, კაი გასაგებია! მაგრამ ბევრი წერს - „არ რცხვენია? კაი, მოისყიდეს კარტოფილით და შია, გავიგეთ, მაგრამ ამას ასე როგორ ამხელს და ვიდეოსაც დებს, ამხელა კაცს ნამუსი არ აქვს? დამალოს მაინცო!“ - ნუთუ ასეთი დონის დებილი ადამიანები მართლა არსებობენ? სხვა რომ არაფერი, იმავე ვიდეოში ვიხევი სიცილით და მაგით მაინც ვერ უნდა მიხვდე, რომ ვმაიმუნობ? და ამათ უნდა გააკეთონ არჩევანი ჩვენი ქვეყნის „ნათელი მომავლისთვის“? ამათ საარჩევნო ყუთთან 2 კილომეტრში მიახლოებას ავუკრძალავდი!“ - წერს სვანიძე.

 

http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=178&id=31264

 

 

 

big_banner
არქივი