logo_geo
თამაზ ჩიხლაძე: გვეყო ომები, გვეყო არეულობა, დავიდარაბა, ჩხუბი და მტრობა!
- +

30 ნოემბერი. 2018. 20:34

 

 

„ჩვენ აღარ მივიღებთ რადიკალურ, ულტრა-რადიკალურ და ექსტრემისტულ გამოხდომებს არცერთი ადამიანისაგან, არცერთი პოლიტიკური ძალისაგან, არცერთი საზოგადოებრივი ჯგუფისაგან, არცერთი ტელევიზიისა თუ მედია ჯგუფისაგან ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის მიმართული, გვეყო ომები, გვეყო არეულობა, დავიდარაბა, ჩხუბი და მტრობა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაზ ჩიხლაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მივმართავთ საკანონმდებლო ორგანოს, გაამკაცროს კანონმდებლობა ქვეყანაში ექსტრემისტული ხასიათის გამოხდომების მიმართ.

 

რაც გუშინ სააკაშვილმა ბრძანა ტელევიზიით, ის არ ემუქრება განადგურებით ჩვენს სახელმწიფოს? არ ემუქრება განადგურებით ჩვენს ოჯახებს? ჰოდა, თუ ემუქრება, მაშინ ხელისუფლებავ, კეთილი ინებეთ და ემსახურეთ საზოგადოებას, ემსახურეთ საზოგადოებას და ნუ აგიჟებთ ხალხს.

 

მოგიწოდებთ, ყველანი დავირაზმოთ რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, გვეყოფა ჭურში ცხოვრება და არანორმალური ხალხის ნება-სურვილით სიარული.

გვეყოფა-მეთქი“, - წერს ჩიხლაძე.

 

 

 

big_banner
არქივი