logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: მინდა, რომ ეს ვაჟკაცი და ლამაზი კაცი გვახსოვდეს...
- +

1 დეკემბერი. 2018. 17:28

 

ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ესე ძალიან კარგ ბიჭზე...

 

სულ არ მინდა, გული რომ გატკინოთ,

მაგრამ ისიც არ მინდა, რომ

არ გვეტკინოს...

ან

რომ დაგვავიწყდეს...

 

ლევანი მართლა სხვანაირი ბიჭი იყო...

დახვეწილი... მორიდებული... და

განსაკუთრებით ქართულად ჯიშიანი...

 

ალბათ, იმ თხელ და ელეგანტურ ბამბუკებს ჰგავდა...

სხვანაირად ლამაზად რომ იდგნენ სანაპიროზე...

მზესავით გადაშლილ ღიმილიან ჰერბერებს და

აფხაზეთის იმდენად გამჭვირვალე და

სუფთა ზღვას,

მედუზებიც რომ ერიდებოდნენ...

და შორიდან უყვარდი...

კენჭებში და კანჭებში...

 

მე უბრალოდ მინდა, რომ ეს ვაჟკაცი და

ლამაზი კაცი

გვახსოვდეს...

 

ბოლოს და ბოლოს, ამ ზღვას გადაყვა...

 

როდისმე იქნება, მჯერა...

აფხაზურ ზღვაში რომ შევალ...

მე შენი გული, მზისხელა...

ტალღებში დამხვდება, ლევან...“ - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

big_banner
არქივი