logo_geo
ანა ნონიკაშვილი: საშინელება იყო, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა...
- +

1 დეკემბერი. 2018. 17:55

 

 

ჟურნალისტი ანა ნონიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, ეს იყო საშინელება (ალბათ, ამ სტრესს ვერასდროს გადმოვცემ სიტყვებით). „wizzair“-მა ყველა მიმართულებით ფრენა, რომელიც 30 ნოემბერს იყო დანიშნული, გააუქმა. უამრავი ადამიანი ყველანაირი კომპენსაციის, ბილეთების თანხის დაბრუნების გარეში დატოვა. მაქსიმუმ 10 საათი მშივრები იმყოფებოდნენ აეროპორტში. ამას დაემატა კიდევ ერთი უბედურება, ვინც ჩამოვფრინდით, არავის აგვიღია ბარგი. იმედად დატოვეს მხოლოდ ის, რომ სახლში მოგვიტანენ. კომპანიის, აეროპორტის არცერთ ოფიციალურ პირს არ შეუწუხებია თავი, მომხმარებლისთვის აეხსნა ნორმალურად, რა ხდებოდა, პასუხისმგებლობის აღებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. საშინლად დაღლილები და გაბრაზებულები დავბრუნდით „გაბრწყინებულ“ საქართველოში“, - წერს ნონიკაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი