logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: რუსეთის „ეშმაკის იმპერიად“ ჩამოყალიბებაში ამ კაცის „ღვაწლიცაა“
- +

1 დეკემბერი. 2018. 18:46

 

ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პრეზიდენტი მამა ბუში გარდაიცვალა!

 

გარდაცვლილზე ან კარგს საუბრობენ, ან არაფერს!

 

ამიტომაც მოკლე იქნება ჩემი ნეკროლოგი მისადმი.

 

წლების წინ, მისი „ღვაწლის“ შესწავლისას გამაგიჟა იმ ერთმა შეცდომამ, რამაც დაღუპა თითოეული ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, რომლის უბედურების ნაყოფს ვიმკით საქართველო და დღეს უკვე უკრაინაც.

 

პრეზიდენტი მამა ბუში 1991 წლის 25 დეკემბერს, შობა-ღამეს საზეიმოდ აცხადებს საბჭოეთის დანგრევას და იქვე, თავისი იდიოტური გადაწყვეტილებით, ხელს უწყობს ახალი ტიტანის ჩამოყალიბებას იმ ბერკეტის რუსეთისთვის მიცემით, რასაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა ჰქვია (რომელსაც ისინი წარმატებულად იყენებენ აფხაზეთის, სამაჩაბლოს კონფლიქტების მოგვარების საწინააღმდეგოდ ცნობილი ვეტოებით).

 

მისი დაუფიქრებელი ნაბიჯით, რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად არაკანონიერად და უსამართლოდ იქნა მიჩნეულ-გამოცხადებული.

 

საბჭოეთს ეს წევრობა მეორე მსოფლიო ომში შეტანილი წვლილის გამო ახალი მსოფლიო წესრიგის შედეგად ერგო. ამ ომში იმ დაღუპული 8 668 400 ადამიანიდან 1 377 400 ადამიანი უკრაინამ დაკარგა, ხოლო 79 500 საქართველომ.

 

ასე რომ, რუსეთის „ეშმაკის იმპერიად“ ჩამოყალიბებაში, დღეს რომ სურათებს გამოფენთ, იმ კაცის „ღვაწლიცაა“, - წერს კაჭახიძე.

 

 

 

big_banner
არქივი