logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ვეკითხები ბიძინა ივანიშვილს...
- +

2 დეკემბერი. 2018. 17:08

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, ვის მოუწყვეს თავდასხმა „რუსთავი 2“-მა და ნაცსექტამ წინასაარჩევნოდ, ვის ებრძოდნენ...

 

ჰოდა, ახლა მე ვეკითხები ბიძინა ივანიშვილს: ვისზეც არაფერს ამბობდნენ „ქართული ოცნებიდან“, ის დეპუტატები თუ ჩინოვნიკები ანგელოზები არიან თუ ფარულად თანამშრომლობენ ამ სექტანტებთან?!

 

ბატონო ბიძინა, კარგად მოიძიეთ ინფორმაცია და მიხვდებით, რატომ გახდა საჭირო 28 ნოემბერი, მეორე ტური და მთელი თვის მანძილზე თქვენი ფრთხილი სიარული თხელ ყინულზე! ეს ყინული ახლაც საშიშია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი შეიძლება საბედისწერო ხმაც გამოსცეს და მერე რაც მოხდება, იმის წარმოდგენაც სცადეთ!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი