logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ ტყუილზე...
- +

2 დეკემბერი. 2018. 18:17

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ ტყუილზე ე.წ. ყალბ პირადობებთან დაკავშირებით:

 

მორიგი სიცრუე და ტყუილია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება ე.წ. ყალბ პირადობებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ გააჟღერა.

 

პირადობის მოწმობები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, დადასტურებით გარდაცვლილებს ეკუთვნით და ისინი ჯერ კიდევ მათ ხელისუფლების დროსაა ამოღებული ბაზებიდან! ოპონენტები გარდაცვლილი ადამიანების პირადობებით ცდილობენ, არჩევნების გაყალბების ილუზია შექმნან. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდეგაც აგრძელებს ჩვეულ ტაქტიკას და ხელისუფლებაზე იმის გადმობრალებას, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდნენ.

 

არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არავის, არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს და იაფფასიანი ტყუილები შეუძლიათ შიდა მოხმარებისთვის დაიტოვონ“, - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი