logo_geo
„გიტარაზე უკრავს, ფულს აგროვებს და ასე მეხმარება - ზაზა რომ არა, აქამდე მოვკვდებოდიო...“
- +

2 დეკემბერი. 2018. 23:07

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი იმედიანი facebook-ის პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქუჩის მუსიკოსის სამირ (ზაზა) სავჩუკის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ სამიოდე თვის წინ, თემქაზე, მარტოხელა მოხუცთან სოციალურად დაუცველი ოჯახის დეკლარაციას ვავსებდი, როცა კარზე კაკუნის შემდეგ ოთახში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა ზურგზე გიტარით. ცელოფნებით მოხუცს პროდუქტები მოუტანა. პური, მაკარონი, პატარა ბოთლით ზეთი და ორიოდე თავიხახვი მაგიდაზე ამოაწყო. ბოდიში მოუხადა, რომ ცოტა დააგვიანდა მოტანა. მე ზაზად გამეცნო. ძალიან გაუხარდა, რომ გაიგო სოცაგენტი ვიყავი. იქნება ეხლა მაინც ცოტა ეშველოს ამ საცოდავს და სამათხოვროდ ქუჩაში არ იწანწალოსო. ზრდილობიანად დამემშვიდობა და წავიდა. მოხუცმა კი მითხრა, რომ არა ზაზაალბათ აქამდე მოვკვდებოდიო. მან გასულ ზამთარს, ვაგზლიდან გაყინულ-გათოშილი მომიყვანა სახლში დამას მერე როგორც ახერხებს ცოტა საკვები მოაქვს ჩემთანო, თვითონ კი ხშირად მშიერიაო. გიტარაზე უკრავს,ამითი აგროვებს ფულს და ასე მეხმარებაო.

 

დღეს გავიგე, რომ ზაზა, იგივე სამირ სავჩუკი გარდაცვლილა. არავინ იცის რითი. ძალიან დამწყდა გული.

 

არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, თავად უჭირთ, მაგრამ სხვა მასზე გაჭირვებულებსლუკმას უნაწილებენ. ასეთი იყო სამირი-ზაზა. ახლა არავინ იცის სად და ვინ დაკრძალავს ერთ თბილისელ ბიჭს რომელსაც ყველა ვხედავდით და არავინ ვიცნობდით. არ ვიცოდით რაოდენ კეთილი გული ჰქონია. ნათელი დაადგეს მის სულს!“ - წერს იმე დიანი.

 

 

შეგახსენებთ, რომ ობოლი ქუჩის მუსიკოსისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად თბილისელების ნაწილმა ქალაქის მერს წერილით მიმართა. მოქალაქეები გარდაცვლილი მუსიკოსთვის სასაფლაოზე ადგილის გამოყოფას და ტაძრიდან გამოსვენებას ითხოვენ.

 

 

big_banner
არქივი