logo_geo
ლია მელიქიშვილი: პრეზიდენტის სასახლე ქართული ეროვნული მემკვიდრეობის საგანძურს უნდა დაეთმოს!
- +

4 დეკემბერი. 2018. 13:09

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ლია მელიქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პრეზიდენტის სასახლე ქართული ეროვნული მემკვიდრეობის საგანძურს უნდა დაეთმოს.

 

ჩვენი თანამემამულენო,

 

გთხოვთ, ერთსულოვნად მივმართოთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთ, რათა პრეზიდენტის სასახლე გადაეცეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს, რომელშიც დაცულია წლების მანძილზე ქართველ მეცნიერთა ძალისხმევით მოძიებული, ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი ათი ათასზე მეტი სრულიად უნიკალური ქართული და უცხოენოვანი მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებული ხელნაწერი, ქართული დიპლომატიკის ორმოცდაათიათასამდე ნიმუში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველთა პირადი არქივები, ნივთები, ბიბლიოთეკები წლების მანძილზე ქვეყნის ხელისუფალთა მიერ ზრუნვამოკლებული, მხოლო და მხოლოდ ცენტრის რამდენიმე თაობის მეცნიერ თანამშრომელთა ერთგული სამსახურით მოღწეული ეს საგანძური.

 

მსგავსი საგანძურით ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა და მოვლა-პატრონობას არ მოაკლებდა. ამ თვალსაზრისით მაგალითისათვის სომხეთის დედაქალაქში აღმართული „მატენადარანი“ და ამ ბოლო დროს ხელნაწერების უსაფრთხოების მიზნით კლდეში ნაკვეთი საცავების არსებობაც იკმარებდა!

 

უმორჩილესად გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თანადგომა და გააზიაროთ“, - წერს ლია მელიქიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი