logo_geo
გია გაბრიჭიძე: ხალხო თქვენ გეკითხებით - არ მოგწყინდათ ეს მოტივტივე საგნები?
- +

5 დეკემბერი. 2018. 01:02

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან „საინტერესო” სიტუაციაა.  ვიღაც ტიპები, რომლებიც იბრალებენ პოლიტიკოსობას და ძალიან ბერი წელი ბიუჯეტის, ანუ ჩვენს ფულს ხრავდნენ მაგ: გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, მურმან დუმბაძე, ის ე.წ. კვალიფიციური პარტიები და ათასი ნაძირალა, რომლებიც მხოლოდ იმის გამო, რომ კარგი ადამიანების შვილები, ვიღაცის ჯგუფელები, ვიღაცას დროზე უღალატეს დ.ა.შ. აღმოჩნდნენ სატივტივო ადგილას (და მსგავსნი დღევანდელ სივრცეშიც ძალიან ბევრნი არიან) ისევ ცდილობენ, რომ ტბაში ჩაკუკებულებივით ამოტივტივდნენ და თუ ზუსტად დავინახავთ მათ სურვილს, ადვილად მივხვდებით, რომ მათ უნდათ არა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, არა საზოგადოების პრობლემების გათავისება, არამედ ტივტივი! ისევ და ისევ ტივტივი!

 

სანამ ხალხი არ ვეტყვით ამათ – ახლა დაახვიეთ აქედანო და სანამ მოტივტივე საგნებზე დახარბებული მედია მათზე ილაპარაკებს, მუდამ ამ იდიოტურ მდგომარეობაში ვიქნებით.

 

ხალხო თქვენ გეკითხებით: არ მოგწყინდათ ეს მოტივტივე საგნები? არა? კარგი, აბა თქვენ იცით“ , – წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი