„კახა კალაძის მსგავსი მერი თბილისს მინიმუმ 20 წელი უნდა ჰყავდეს“ – ამის შესახებ მსახიობმა ანრი ბიბინეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.
„ეს უკავშირდებოდა მის 1 წლის ანგარიშს, რომელსაც ვესწრებოდი და ბათუმში დაბადებული, გაზრდილი და თბილისში გადმოხვეწილი, ვიყავი ამაყი, რომ დედაქალაქს ჰყავს ასეთი მერი, რომელსაც ნამდვილად უყვარს თავისი ქალაქი და რომელიც ნამდვილად ზრუნავს მისი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ანრი ბიბინეიშვილმა.