logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: რადიო „თავისუფლება“ ჩემთვის მაშინ დამთავრდა, როცა...
- +

5 დეკემბერი. 2018. 12:08

 

„რადიო „თავისუფლება“ ჩემთვის მაშინ დამთავრდა, როცა ცნობილმა ჟურნალისტმა მარინა ვაშაყმაძემ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მაშინ ქალბატონმა მარინამ განაცხადა, რომ ჟურნალისტური ღირებულებების უგულებელყოფას ვერ შეეგუებოდა, რის გამოც იძულებული გახდა, რადიოდან წასულიყო.

 

„დიახ, მე დავტოვე რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა.

 

ვერ შევეგუები ღირებულებებისა და სტანდარტების უგულებელყოფას ჟურნალისტიკაში. იმისა, რისაც მთელი არსებით მწამს და მჯერა! დეტალებს აღარ აქვს მნიშვნელობა ასეთ ვითარებაში. არაფერი შეიძლება იყოს ამ ღირებულებების დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი!

 

რადიო „თავისუფლების“ ერთ-ერთ ხელმძღვანელად ყოფნა ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. თუმცა გაცილებით დიდი პატივია რადიო „თავისუფლების“ გუნდთან ერთად მუშაობა, საქმისათვის თავდადებულ, ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულ პროფესიონალებთან საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა მარინა ვაშაყმაძემ „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში.

 

მარინა ვაშაყმაძემ რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა 31 იანვარს დატოვა, წინა დღეს კი თანამდებობიდან რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს, რომელიც არ დაეთანხმა რადიოს მენეჯმენტის პოზიციას ქართულ სამსახურის „რუსთავის 2“-თან თანამშრომლობის თაობაზე.

 

მენეჯმენტის დაძალებას დავით კაკაბაძის და მარინა ვაშაყმაძის სამსახურიდან წასვლა მოჰყვა.

 

ახლა კი, როგორც ჩანს, რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიურო მთლიანად დაიცალა ჟურნალისტური ღირებულებებისგან, რომლის უგულებელყოფასაც კაკაბაძისგან და ვაშაყმაძისგან მოითხოვდნენ.

 

ამიტომ აქვეყნებენ დეზინფორმაციებს.

 

აი, თურმე რა სურდათ პროფესიონალებისგან - დავით კაკაბაძისგან და მარინა ვაშაყმაძისგან.

 

არ მიკვირს და სრულიად ბუნებრივია, რომ მათ უარი თქვეს ლევან რამიშვილის დაკვეთების შესრულებაზე.

 

ახლა რადიო „თავისუფლება“ ლევან რამიშვილის „თავისუფლების ინსტიტუტმა“ დაიქვემდებარა და ბოკერიას სეფექალის - თამარ კინწურაშვილის და მისი მოახლეების ცილისწამებებს ციტირებს. მათ შორის, „პატრიოტთა ალიანსზე“ და ტელერადიოკომპანია „ობიექტივზე“.

 

სამწუხაროა, რომ რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიურო ნაცსექტის პროპაგანდისტად გადაიქცა!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი