logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ვიცი, რომ ჩამქოლავთ, მაგრამ...
- +

5 დეკემბერი. 2018. 12:27

 

 

 

„ვიცი, რომ ჩამქოლავთ, მაგრამ დავიმალები“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლელა ანჯაფარიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზოგჯერ, ძალიან „ჭკვიანური“ აზრები მაწუხებს... ხოლმე... და, შესაბამისად, მიჩნდება შეკითხვები... ბატონმა გელა ჩარკვიანმა, რომელიც გულის სიღრმემდე მიყვარს, თუნდაც იმისთვის, რომ ნარგიზიან დედაჩკასთან და გიაცინტივით შესანიშნავ ჟენია მაჭავარიანთან ერთად შექმნა გადაცემა „ეს ესტრადაა“...

 

ამის წინ გული მომიკლა ერთი ფრაზით... თურმე, საბჭოთა კავშირს ვინც მისტირის, „ჟულიკია და უნიჭო“... ბატონი გელა - ოკეანესავით ღრმა კაცია და უნდა დელფინივით კეთილად ესმოდეს, საბჭოთა კავშირს თუ დღეს ვიღაცა მისტირის, არა მისი „სერპი და მოლოტის“ გამო... და არც მოლოტოვის და ეჟოვის და ბერიასი...

 

უბრალოდ, ის ურთიერთობები ენატრება ხალხს და ის თავისი ახალგაზრდობა...

 

სადაც სხვათაშორის, ბატონი გელაც ელეგანტურად დადიოდა...

 

უმადურობა - ყველაზე საშინელი რამაა... ბატონ გელასაც ნუ დაავიწყდება, რომ კანდიდ ჩარკვიანი, 1938-1952 წლებში, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ჩემი მამა არ ყოფილა...

 

ჩემი მამა იყო ოპერის თეატრის რეჟისორი... რომლის მამა, ვანიჩკა ანჯაფარიძე 1937 წელს დახვრიტეს... ჯემალიკოს ჯიბეში კი ოპერის თეატრამდე ტაქსით მისასვლელი, ჩაკუჭული და ბოლო ერთმანეთიანი ედო...

 

ვიყოთ რა გულწრფელები...

ბოლომდე...

 

ვთქვათ, რომ რაღაცა გვეშლებოდა, ვმუშაობდით შევარდნაძის მრჩევლებად... ვიყავით კომუნისტური პარტიის წევრები... ნუ ვიტყვით, რომ „აზრზე“ არ ვიყავით...

ვიყავით...

 

ყველანი როდისმე მივდივართ...

და სად, კაცმა არ იცის...

 

ფოტოზე ბატონი ედუარდია...

რომელსაც მე ბოლომდე ვცემ პატივს...“ - წერს ლელა ანჯაფარიძე.

 

 

ფოტოს ავტორი გიორგი მამაცაშვილი

 

 

big_banner
არქივი