logo_geo
სოფიკო მთივლიშვილი: ამაშია საქმე...
- +

5 დეკემბერი. 2018. 12:54

 

ჟურნალისტი სოფიკო მთივლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კინოთეატრიდან გამოვედი და ტაქსში ჩავჯექი, რა ფილმი ნახეო, მკითხა, მეც ვუთხარი, „ბედნიერი ლაზარე“-მეთქი. აღფრთოვანებული ველაპარაკებოდი, რომ საოცარი ფილმია, აუცილებლად სანახავი-თქო. დრო თუ გექნებათ, აუცილებლად შეიარეთ-თქო . ჩემს ცოლს ვეტყვი და წავიყვანო, გაგიჟდება, რომ ვეტყვი, კინოში წავიდეთო, 28 წელია ცოლ-ქმარი ვართო და ალბათ 26 წელია, კინოში ერთად არ ვყოფილვართო, ხომ არ გაგიჟდიო, მეტყვისო. ამაშია საქმე“, - წერს მთივლიშვილი.

 

 

big_banner
არქივი