logo_geo
ეკა სილაგაძე: საშინელებათა ფილმი არ გეგონოთ. რეალური ამბავია!
- +

5 დეკემბერი. 2018. 14:40

 

„საშინელებათა ფილმი არ გეგონოთ. რეალური ამბავია! ჰოდა, გაასამართლეთ რეჟიმი!“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ეკა სილაგაძე სოციალურ ქსელში წერს და მსახიობისა და ტელეწამყვანის ნინო ადამაშვილის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს დამირეკა მეგობრის მამამ ევროპიდან და ფატალური ამბავი მომახალა. გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც 2005-10 წლებში ციხეში ჩასვეს მარიხუანას პირადი მოხმარების გამო... ერთხელაც, იმისთვის, რომ ის ხმამაღლა ლოცულობდა, შეუვარდნენ კამერაში და ხატები თავზე გადაალეწეს... მერე ჩაიყვანეს მორგში და აიძულეს, რომ გაეუპატიურებინა მიცვალებული მამაკაცის გვამი, თორემ „პერედაჩებს“ რომ მოუტანდნენ დედა და და, იმათ ამის თვალწინ გააუპატიურებდნენ! მან ეს გააკეთა... შემდეგ 48 საათის განმავლობაში მორგში ეგდო, ამიტომაც გაიყინა ეს ბიჭი. ამნისტიის შემდგომ გამოვიდა და წავიდა ევროპაში, მაგრამ მას მერე ცალი ხელი და ფეხი გაყინული და სრულიად წართმეული ჰქონდა... ასევე ძლიერი ფსიქიკური პრობლემები დაეწყო...

 

მას დედა გარდაეცვალა მცირე ხნის წინ ამდენი ტანჯვის და ნერვიულობის შედეგად. დღეს კი დედამისის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს თვითონაც დაგვტოვა და წავიდა ამ ცოდვილი სამყაროდან!!! ვიზიარებ მისი ოჯახის, ჩემი ოჯახის და სრულიად საქართველოს ტრაგედიას. ნათელი და სანთელი შენს ძვირფას და ნატანჯ სულს, მეგობარო“, - წერს ნინო ადამაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი