logo_geo
გელა ზედელაშვილი: უკაცრავად, „ქართულო ოცნებავ“ და ქალბატონო სალომე!..
- +

5 დეკემბერი. 2018. 23:03

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„უკაცრავად, „ქართულო ოცნებავ“ და ქალბატონო სალომე!

 

შეცდომაა: თელავმა ხმა არ მოგვცა.

 

სწორია: თელავმა საკმარისი ხმა არ მოგვცა... თელავში ხმების შედარებით ნაკლები რაოდენობა მივიღეთ... ან თელაველების უმეტესმა ნაწილმა ჩვენ არ დაგვიჭირა მხარი. ამ მხრივ არსებობს უამრავი ვერსია.

 

თუ შეცდომას არ გაასწორებთ, მოსახლეობას ჰგონია, რომ თელავში 1 ხმაც ვერ მიიღეთ.

 

ისე, გავიგე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აყალიბებთ, მრჩეველი ხომ არ გჭირდებათ "შეცდომაა, სწორია"-ს დარგში?“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

big_banner
არქივი