logo_geo
სოსო შატბერაშვილი: ეჰ, გრიშა, გრიშა... რაზე მიგიდგა საქმე?
- +

6 დეკემბერი. 2018. 12:06

 

 

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში 5 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მკვდარი მკვდარს აეკიდა - სამარის კარამდე მიმიყვანეო!“ გრიშასთვის რომ გეკითხათ, 800 000 კაცმა მომცა ხმაო და 1%-იან ნათელაშვილს ეახლა კანტორაში, თანაც კარებთან ბელადი კი არა, მისი მოადგილე გუგავა დახვდა!!! თუმცა, გრიშასთვის ესეც დიდი პატივია!!!

 

ეჰ, გრიშა, გრიშა... რაზე მიგიდგა საქმე? მე მაშინ იქ ვიყავი, შენ რომ მინისტრი გახდი და შალიკო მკვდარს და ცოცხალს წაღმა-უკუღმა გიხსენებდა!!! თანაც ტელევიზიით!!! შენ არ იყავი, „დიდო ლეგიტიმურო პრეზიდენტო“, რომ გვითვლიდი: „მე მაგინოს, ჯანდაბას, მიცვალებულ მამას ნუ მიგინებსო“. ჰოდა, ძვირფასო გრიშა თუ გია! ასე რამ დაგაჩმორა, რომ შენი მიცვალებულების მაგინებლის კანტორაში მიხვედი და იქ „კლიაუზნიკობ“? ისე, შალიკოსაც მაგრა სჭირდები - ეგებ განრისხებულ ნიკა გვარამიას შეარიგო!!! თორემ მისგან ჯერ გალანძღულ, მერე ნაქებ და ბოლოს ნაგინებ ტელევიზიას თუ გადაუკეტავთ, მოგჭამა ჭირი მაშინ ავსტრიის ბანკში ბელას დაძინებულმა მილიონებმა!!!

 

აუუუუ! გრიშა!!! „აქლემი ისე როგორ უნდა დაეცეს, ვირის ხელა რომ ვეღარ აწიოსო“, ხომ გაგიგონია?! შალიკოს რო ეჭიდები, მთელი „ქართლი“ კლოუნს და მასხარას რომ ეძახი, წარმომიდგენია, რა დღეში ხარ!!! დიპლომატიურ აკადემიაში ერთად სწავლის დროს მაინც ვერ გაიცანი? ან შენმა „კაგებეშნიკმა“ „ნაჩალნიკებმა“ მაინც არ გითხრეს, რა „ფრუქტიც“ არის შალიკო? ან მიშამ მაინც არ გითხრა, 2008 წელს როგორ „უპოდლა“ შენს პარტიას და მთლიანად „ნაცმოძრაობას“? ანდა, რა შორს მიდიხარ, ახლა როგორ გამოგიყენათ, ფული „აგახიათ“, ერთგულება შემოგფიცათ და მერე გიგანათ, მაგ „დვურუშნიკმა!“

 

თუმცა, შენც უთავმოყვარეო კაცი ხარ... აბა, რა უნდა გელაპარაკო, ნიკა გვარამია გაცილებით უფრო ჭკვიანი კაცი გამოდგა, ვიდრე თქვენ - ყველა ერთად აღებულნი! საცოდავებო, ნუთუ წყალმა ისე წაგიღოთ, ხავსსაც რომ ვეღარ მოჭიდებიხართ და შალიკოს ეჭიდებით? მიდით, მიდით, შალიკოს იმედად იყავით და მე მაინც ვიცი, მანდ წამომჯდარ „ლიდერებს“ რა სიტყვებით მოგიხსენიებდათ საჯაროდ თუ პირად საუბრებში!!!

 

ჰოდა, მე ჩემი ქვეყანა მეცოდება და ის 800 000 ამომრჩეველი, ვინც „ხახვზე და კარტოფილზე“ არ გაიყიდა, თორემ როგორც იტყვიან „ალაჰმა ხელი მოგიმართოთ!!!“ - წერს შატბერაშვილი.

 

 

big_banner
არქივი