logo_geo
მაია კახიძე: სიკეთე გადამდებია!
- +

7 დეკემბერი. 2018. 15:15

 

 

 

„სიკეთე გადამდებია“, - ამის შესახებ ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ორიოდე დღის წინ, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე გალერეა „იარტს“ უამრავი სტუმარი ეწვია, სადაც, დედა-შვილის თაკო მეგრელიძის და ლაშა ლაბაძის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „სიკეთე ყველა ფერში“ გაიმართა.

პატარა მხატვარი ლაშა ლაბაძე 3 წლიდან ხატავს. უყვარს ეს საქმე და გამოირჩევა კიდეც საკუთარი ხელწერით, ფერებით და ხედვით. ის პირველად წარდგა დედასთან ერთად და ეს დღე მართლაც მისი ზეიმი იყო.

ლაშას დედიკო, დიზაინერი თაკო მეგრელიძე სამი შვილის ბედნიერი დედაა. თაკოს მრავალფეროვანი ნიჭი და ხელწერა სწორედ მის შემოქმედებაში აისახება. მუშაობს ხელნაკეთ აქსესუარებზე, თუმცა, არც ხატვაში უდებს ტოლს არავის. გამორჩეული გემოვნება აქვს, რაც მის ნამუშევრებს განუმეორებელ სილამაზეს ანიჭებს. თაკო მეგრელაძემ გამოფენაზე წარმოადგინა საუცხოო სამკაულები, ნაქსოვი აქსესუარები, საახალწლო დეკორი და სხვა ნამუშევრები.

 

ამ გამოფენით დედა-შვილი დახმარებას გაუწევენ გურანდა თორდიას შვიდშვილიან ოჯახს, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრებენ. თაკო, მეგობრებთან ერთად, ერთხელ უკვე დაეხმარა მათ. ამჯერადაც, თაკოს და ლაშას გადაწყვეტილებით, გამოფენაზე შემოსული თანხა ისევ ამ ოჯახის კეთილდღეობას მოხმარდება.

სიკეთე გადამდებიაო და ალბათ, თაკო მეგრელაძეს და ლაშიკოს მიმდევრებიც გამოუჩნდებიან.

წარმატებებს ვუსურვებ თქვენთან ერთად სამშვილიან დედას, რომელიც სხვის შვილებზეც ფიქრობს და ზრუნავს“, - წერს კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი