logo_geo
დავით ოქიტაშვილი: „ოცნება“, მორჩით ჟღურტულს პირსისხლიანებთან!
- +

9 დეკემბერი. 2018. 21:26

 

 

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„შეიხედეთ სახელმწიფო სტრუქტურებში, ვინ უზის ახლა ტელევიზორებს და ვის უხარია გასული სიუჟეტები? ჩანერგილი „ნაციონალები“ სახელმწიფო სტრუქტურებში, რეგიონებში, თანამდებობებზე მომჯდარი ჯალათები, რომლებიც დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ დაემხოს „ქართული ოცნება“! ალო! გამოფხიზლდით, 2020 წლისთვის მზადება უკვე დაწყებულია! დაამთავრეთ ეს კოჰაბიტაცია და სახელმწიფო სტრუქტურებიდან გაარკვიეთ და მიიღეთ ზომები, ასე ვინ გითხრით ძირს. თუ არა და ქართველი ხალხი ორივეს ერთად დაგამთავრებთ! მორჩით ჟღურტულს პირსისხლიანებთან! ჩვენი საამაყო ახალგაზრდების მაგინებლებთან!“ - წერს ოქიტაშვილი.

 

big_banner
არქივი