logo_geo
ბექა გოგინაშვილი: მინდა, ამ ორ, ტკბილ მოხუც ცოლ-ქმარზე მოგიყვეთ, რომლებმაც სრულიად უანგაროდ დამიბრუნეს დაკარგული საფულე
- +

10 დეკემბერი. 2018. 12:49

 

 

 საოპერო მომღერალი ბექა გოგინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მინდა, ამ ორ, ტკბილ მოხუც ცოლ-ქმარზე მოგიყვეთ, რომლებმაც დღეს სრულიად უანგაროდ დამიბრუნეს დაკარგული საფულე (შიგნით საკმაოდ დიდი თანხა და ყველა ჩემი საბუთი მედო). აღმოჩნდა, რომ ჩემი მეზობლები ყოფილან და რადგან მათი სახლის წინ დავაყენე მანქანა, იქვე ამომვარდნია ჯიბიდან საფულეც. დამირეკეს, დამიბარეს თავისთან, გამომკითხეს, რატომ დაკარგე, რამე პრობლემა ხომ არ გაქვს და სხვა რამეზე ფიქრობდიო. რამით ხომ ვერ შევძლებთ, დაგეხმაროთო... ჩაიზეც დამპატიჟეს და კიდევ უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. რამხელა სითბო გამომყვა და სიხარულის შეგრძნება, რომ ასეთი კარგი მეზობლები (დღეიდან უკვე მეგობრები) აღმოვაჩინე და შევიძინე, ვერ აღგიწერთ...

 

გისურვებთ ასეთ ხალხს თქვენს გარშემო რაც შეიძლება მეტს და სამყაროც კიდევ უფრო ლამაზი გახდება“, - წერს გოგინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი