logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: ცუდია, მართლა ღირსეული და დამსახურებული ადამიანების დაფასება რომ ვერ ისწავლეთ!
- +

14 დეკემბერი. 2018. 02:21

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა სადღაც წავიკითხე - #კიდევორდღიან პრეზიდენტს წასვლის წინ მაღალი და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები დაურიგებია...

 

ეგ კი კარგია, მაგრამ ისაა ცუდი - მართლა ღირსეული და დამსახურებული ადამიანების დაფასება რომ ვერ ისწავლეთ!!!

 

ერთი წელი შესრულდება მალე საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ფუძისჩამყრელისა და პირველი პრეზიდენტის, საქართველოს პირველი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის აზერბაიჯანში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის კასპიის ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირების საკითხებში, ჩვენი მეგობრის გია ჭანტურიას უდროოდ, ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვალებიდან...

 

რა თქმა უნდა, იყო სურვილი გიას სიკვდილის შემდეგ მაინც ღირსეულად დაფასებისა სახელმწიფოს მხრიდან და რამდენადაც ვიცი, ოფიციალური შუამდგომლობებიც დადგა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებიდან საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მისი სახელმწიფო ჯილდოთი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების თხოვნით...

 

- ეგო, პრეზიდენტ შევარედნაძის მიერ ერთხელ უკვე იყო დაჯილდოვებული ღირსების ორდენით და მეტი აღარ ეკუთვნისო - პრეზიდენტის პასუხად გვაცნობეს!!!

 

ამ პასუხით გიას ხსოვნას და მის ღირსებას არაფერი დაჰკლებია!

 

აი, აწ უკვე #ორდღენახევარდარჩენილ პრეზიდენტს კი, როგორც მინიმუმ, მთელი ჩვენი თაობის პატივისცემა და მადლიერება დააკლდა!

 

არ არის ეს ცოტა!!!

 

ყოველ შემთხვევაში, ამას ჩემს გარდა სხვა, უფრო სერიოზული ადამიანებიც ამბობენ!“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი