logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: იმედი ბოლოს კვდება!
- +

17 დეკემბერი. 2018. 02:23

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მომეწონა, რომ ინაუგურაციას ესწრებოდა წინა პრეზიდენტიც;

მომეწონა, რომ მეხუთე პრეზიდენტმა დანარჩენი ოთხის ღირსებები აღნიშნა,

მომეწონა, რომ ცერემონიალი არ მიყავდა ლევიტანისეულ ხმას კულისებიდან;

მომეწონა ახალი პრეზიდენტის ჩაცმულობა!!!

უფრო ბევრი რამ მომეწონა, იმიტომ რომ მინდა მომწონდეს და ვხედავდე უკეთესს,... ეს ბეწვეული კიდე, რა ვიცი, ჩაიცვან, ვისაც აქვს და უხარია, აბა რატომ იყიდეს, ვააა!!!

პ.ს. აწი, მთავარია პრეზიდენტი შენიც იყოს, ნაცნობ-მეგობრების, ჩემიც და ამ ქვეყნის და კიდევ ერთხელ ვამბობ- თუ შესცივდება ქვეყანას, ნურც მისი სახლის საკვამურიდან ამოვა ბოლი და ნურც ნურასოდეს ეცდება დაგვაბოლოს, ბოლოს და ბოლოს - იმედი ბოლოს კვდება!“, - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

big_banner
არქივი