logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: 1901 წლის 9 დეკემბერს დაიბადა ამ კეთილშობილი პროფესიის ერთერთი მეტრი - „კარანდაში“...
- +

17 დეკემბერი. 2018. 02:43

ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან დილა მშვიდობის! ბავშვობიდან მიყვარს ცირკი ...  ზურიკოსაც უყვარდა და დავდიოდით ხოლმე ცირკში ერთად... ვხულიგნობდით დირექტორის ლოჟაში... თანაც, ამ სიარულებს სულ მე მაბრალებდა... ვითომ, მე მინდოდა ცირკში წასვლა და მაგას არა... ყველაზე ძალიან კი კლოუნები მიყვარდა...აბა, როგორ არ უნდა გიყვარდეს ადამიანები, რომლებსაც ღიმილი და სიხარული მოაქვთ? ვერ წარმომიდგენია, რომ კლოუნი ცხოვრებაში იყოს ან ბოროტი,  ან დაბოღმილი ან გაბრაზებული... ბოლოსდაბოლოს კლოუნია და არ ეკადრება...

 

სწორედ ამ დღეს კი, 1901 წლის 9 დეკემბერს დაიბადა ამ კეთილშობილი პროფესიის ერთერთი მეტრი - „კარანდაში“... მე მახსოვს მისი გამოსვლები ტელევიზორიდან, იური ნიკულინთან და შესანიშნავ პატარა სკოტჩ-ტერიერთან ერთად, რომელსაც ერქვა „კლიაქსა“...  კარანდაშის ნამდვილი სახელი იყო მიხეილ რუმიანცევი, მაგრამ არ უყვარდა, როდესაც სახელით მიმართავდი...  ის ისე შევიდა თავის კეთილი „კარანდაშის“ როლში, რომ ალბათ, ამ როლში დარჩენა ერჩივნა...

 

საოცარი კაცი იყო... წარმოიდგინეთ, სიმაღლით სულ 142 სანტიმეტრი იყო (არ შემეშალა, როგორც ვიცი ხოლმე ჩემი ბრუციანობის გამო, ციფრები), მაგრამ არანაირი კომპლექსი ამასთან დაკავშირებით არ ქონია...  სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ყავდა მასზე გაცილებით მაღალი და 20 წლით ახალგაზრდა მეუღლე, რომელიც მასზე გიჟდებოდა... თურმე კარანდაშს ძალინ ყვარებია თევზაობა, მაგრამ მისი „კლიაქსა“  სულ ვარდებოდა ხოლმე მდინარეების წინ ტყლაპოებში და ითითხნებოდა და სანამ მას ამ ტყლაპოებიდან ამოიყვანდნენ და დაბანდნენ... საღამოოვდებოდა და კარანდაში რაღაცა მოსაღამეობულ 2-3 თევზს იჭერდა... მერე კომპანია მასთან მიემგზვრებოდა სახლში... ცოლმა იცოდა, რომ კაცი ბევრია და თევზი 2-3 ცალია, ამიტომ „უხას“ უკეთებდა სუპერმარკეტში წინასწარ ნაყიდი თევზისაგან... კარანდაში კი ამაყობდა - ეს ჩემი დაჭერილი თევზისგან არისო...

 

.

კარანდაშის შვილიშვილი, ოვენა რუმიანცევა იხსენებს, რომ როდესაც მისი ბაბუა სანქტ-პეტერბურგში, საკუთარი 75 წლის იუბილეზე მიდიოდა, მდინარე ნევა იყო თითქმის გაყინული. მან გააჩერებინა მანქანა, გაიხადა და ჩახტა ყინულჭრილში... ცოტა ხანში ამოხტა და განაცხადა - „აი ეს არის ნამდვილი იუბილეო!“

 

ახლა კი უფრო საოცარ ამბავს მოგიყვებით, რომელმაც ეს კაცი შემაყვარა ბოლომდე... პულსამდე... ომის დროს, მოსკოვიდან ცირკი ევაკუაციით გადაიყვანეს ომსკში...  კარანდაშმა სულ ბოლო მატარებელს მიასწრო, ჩემოდნით და თავისი სასაცილო ძაღლი „კლიაქსათი“...  მატარებელი იყო გადავსებული და ძაღლის შეყვანა აუკრძალეს... მან განაცხადა, რომ ჩემოდანს გადააგდებს და ძაღლს წაიყვანს... მაინც აუკრძალეს და მაშინ... კარანდაში და მისი კლიაქსა ფეხით დაადგნენ გზას მოკოვიდან ომსკამდე...

 

მიდიოდნენ სამი თვე...  კარანდაშს ეცვა თხელი პალტო და ციოდა... ერთხელაც, დასასვენებლად რომ ჩამოჯდა, ძაღლი გაქრა... ცოტა ხანში კი დაბრუნდა და მოუტანა ძეხვის ნაჭერი... უბრალოდ, წარმოიდგინეთ, - კი არ შეჭამა გზაში, - პატრონს მიუტანა... მერე გაიყვეს და ერთად მიირთვეს... კარანდაში გამოირჩეოდა განსაკუთრებული სამართლიანობის გრძნობით... ერთერთი გასტროლების დროს,  ადგილობრივ სასტუმროში ის, როგორც ნამდვილი ვარსკვლავი,  განათავსეს „ლუქსში“, მისი კოლეგები კი საერთო საცხოვრებელში... ის, პროტესტის ნიშნად, გადავიდა საერთო საცხოვრებელში და უარი განაცხადა არენაზე გასვლაზე, სანამ მის მეგობრებს არ გამოუნახეს ნომრები სასტუმროში... ხომ იცით, ცხოვრების ქუჩა, უმთავრესად ორმხრივია და თუ შენ მართლა კეთილი ადამიანი ხარ, აუცილებლად დაგხვდება წინ ეს სიკეთე...

კარანდაშის ჩასვლას გასტროლებზე ელოდნენ მთელ საბჭოთა კავშირში და ერთერთ ქალაქში, ამ გასტროლების წინ, შეიქმნა პრობლემები შუქთან დაკავშირებით... და კარანდაშიანი თვითმფრინავი ვერ ახერხებდა აეროპორტში ჩაფრენას. ეს ინფორმაცია გავრცელდა რადიოთი... იცით, რა მოხდა... ყველა სატვირთო მანქანა გამოვიდა საფრენ ბილიკზე და იმ თვითმფრინავს გზა გაუნათეს... კარანდაშის ჩამოსასვლელად... კარანდაში ატარებდა სსრკ-ში ერთერთ პირველ ЗИМ-ს, რომელიც სპეციალურად აღჭურვეს მისი სიმაღლის გათვალისწინებით... ის კი, როდესაც მანქანას ატარებდა და დაინახავდა მილიციონერს, თავს დაბლა ხრიდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამხელა მანქანა მიდის თავისით, უმძღოლოდ... მილიციელები წინ გადაუდგებოდნენ ხოლმე და მერე... აღმოაჩენდნენ შიგნით მზიან კარანდაშს... ის 55 წლის განმავლობაში, 81 წლამდე გამოდიოდა მანეჟზე და აფრქვევდა სითბოს და სიკეთეს...  გამოიცვალა 13 სკოტჩ-ტერიერი „კლიაქსა“ და თითოეულის წასვლა არენიდან მისთვის უდიდესი ტრაგედია იყო და ბოლომდე თვითონ უვლიდა... მაგრამ კლოუნი იყო და მაინც იღიმებოდა... რადგანაც ტანით პატარა, მაგრამ სულში დიდი კაცი გახლდათ...გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და გაღიმებულ დღეს!!!“ - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი