logo_geo
შოთა გლურჯიძე: მინდა არ გამიცრუვდეს ეს იმედი - უფალი ფარავდეს საქართველოს და ქალბატონ სალომეს!
- +

17 დეკემბერი. 2018. 21:40

 

 

 

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„პირველად დავესწარი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას.

სადა და ლამაზი სანახაობა ვნახე, დახვეწილი და დიდი საზრისით დატვირთული. პრეზიდენტის სიტყვაც ზომიერი და ზუსტი. იმედი ჩამესახა, იმედი საქართველოს ბედის წაღმა დატრიალებისა. მინდა არ გამიცრუვდეს ეს იმედი, მინდა რომ, სალომე ზურაბიშვილმა შემოაბრუნოს ის სულიერი დაცემა რაც ჩვენს პოლიტიკას თან სდევს უკვე დიდი ხანია. კულტურა და განათლება რომ პრიორიტეტად გამოაცხადა პრეზიდენტმა, მალამოდ დამეფინა გულზე, უფალი ფარავდესო საქართველოსო ასე დაასრულა. გავიფიქრე - უფალი ფარავდეს საქართველოს და ქალბატონ სალომეს.

ასე გაგვემარჯვოს!“, - წერს გლურჯიძე.

 

big_banner
არქივი