logo_geo
მაია კახიძე: გთხოვთ ყურადღებას!
- +

18 დეკემბერი. 2018. 12:51

 

„გთხოვთ ყურადღებას!“ - წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ჟურნალისტი მაია კახიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიდებული პოეტის, შოთა ნიშნიანიძის ერთი ცნობილი ლექსი, ვინმე გულიკო დვალმა (არ ვიცი ვინაა) საკუთრად გაასაღა და ერთ-ერთ გვერდზე - „მზე ხელისგულზე“, 14 დეკემბერს გამოაქვეყნა. მოეწონათ ვიღაცეებს, ზოგმა, უიო, დედა, რა კარგიაო? ზოგმა იცნო, უიო, ნიშნიანიძეო... ვინმე მანანა აბრამიშვილმა კი, რას ამბობთო, ავტორმა, გულიკო დვალმა, ჯერ კიდევ 1985 წელს დაბეჭდა თავის წიგნშიო.

 

აი, ასე აყრიან ნაცარს მკითხველს მავანნი.

ახლა, მითხარით, მეგობრებო, როგორ მოვიქცეთ?

 

*

„მზე ხელისგულზე“-მ დაამატა ახალი ფოტო ალბომში:

14 დეკემბერი, 11:53-ზე ·

 

მინდა ვიყოთ ერთად

სოფელში და წვიმდეს,

შემოჩვეულ სევდას

წვიმის ღვარი შლიდეს.

 

იფარავდეს შინდი

შეციებულ ჩიტებს.

შენ კი ჩემი დიდი

სიყვარული გჭირდეს.

 

გიკითხავდე ლექსებს,

არა ვგავდეთ დიდებს,

გიკოცნიდე ლამაზ

საფერებელ თითებს.

 

მთელი ღამე მშვიდი

თბილი წვიმით წვიმდეს

და შენ ჩემი დიდი

სიყვარული გჭირდეს.

 

გულიკო დვალი“, - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი