logo_geo
ნიკო კახეთელიძე: ყოველთვის გისმენს და შეუძლია გაიზიაროს ერთი შეხედვით მისთვის მიუღებელი მოსაზრება!
- +

18 დეკემბერი. 2018. 22:48

ურბანისტი ნიკო კახეთელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კახის ვიცნობ დაახლოებით ერთი წელია. ჩვენი კონტაქტი ყოველთვის ხდება იმ დროს როცა უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება რომელიც დაკავშირებულია ქალაქის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებთან. ყოველი შეხვედრა ჩემთვის იყო გამოცანა. რა იყო ამ გამოცანის შინაარსი? ამჯერად არ ჩამოვთვლი ამ საკითხებს. ამ დარგის სპეციალისტებმა (სპეციალისტებს ვგულისხმობ და არა ჭორაობის მოყვარულ პოპულისტ დილეტანტებს) კარგად იციან ის მემკვიდრეობა რაც მას დახვდა. მე არ ვიცნობ ადამიანს რომელიც ასეთ მცირე პერიოდში შეძლოს ამხელა ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ყოველთვის გისმენს და შეუძლია გაიზიაროს ერთი შეხედვით მისთვის მიუღებელი მოსაზრება. შეცდომები შეიძლება იყოს და ამისგან დაცული არავინ არ არის, მაგრამ დღეს კახი საუკეთესოა და თუ კი "ქართული ოცნების" აქტივში რამე შეიძლება ჩაითვალოს ეს უდავოდ კახა კალაძეა“, - წერს ნიკო კახეთელიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი