logo_geo
ვანო ზარდიაშვილმა ბერის სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს სიურპრიზი მოუწყო
- +

19 დეკემბერი. 2018. 00:29

facebook-ის პირად გვერდზე ჟურნალ  HELLO  Georgia -ს რედაქტორი ნანკა კიკალია წერს:

 

„ვინც მე მიცნობს, იცის რომ არ მიყვარს ზედმეტი პათეთიკა და არც ზედმეტად პოლიტიზირებული ვარ. გუშინ ბარბარობასთან დაკავშირებით  ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე წმინდა ბარბარეს ეკლესიაში გადავწყვიტე წასვლა და ძალიან მაგარ სანახაობს შევესწარი, ნამდვილ სახალხო დღესასწაულს, ისეთს, როგორიც ევროპაში იმართება ხოლმე, ბევრი ბავშვებით, ერთმანეთთან ხელჩაკიდებული წყვილებით, ხანდაზმულებით... ყოველთვის რაც მაკლდა საქართველოში იყო - დღესასწაულების სახალხო ზეიმად ქცევის განცდა. როცა გარკვეულწილად ახარებ ბავშვებს, მოხუცებს და მათ მომავლის იმედს აძლევ. უბრალოდ დავინტერესდი რომელი ორგანიზაციის ეგიდიყ ტარდებოდა ეს ღონისძიება და ძალიან გამიკვირდა, როდესაც მითხრეს, რომ თითქმის ჩემი ასაკის ახალგაზრდა დეპუტატია. როგორც გავარკვიე ეს ადამიანი ვანო ზარდიაშვილია და მიხარია, რომ ახალგაზრდებიდან სწორედ ეს მუხტი მოდის, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. საერთოდ არ ვიცი ვინ არის ეს დეპუტატი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია ასეთ სახალხო ზეიმს ჩაუყაროს საფუძველი, ორგანიზება გაუწიოს და ამდენი ადამიანი გაახაროს, ნამდვილად პატივსაცემი ფაქტია. სწორედ ასეთი ქვეყანა მინდა, სადაც მეტი პოზიტივი იქნება და ყველა თავის ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებს. პოსტი არ არის პოლიტიკური, უბრალოდ ავღნიშნე ის, რასაც შევესწარი და რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. ისიც პოზიტივი მგონია, ამდენ აგრესიაში, დააფასო მეორე ადამიანის კეთილი საქმე“ , -წერს facebook-ის პირად გვერდზე ჟურნალ  HELLO  Georgia -ს რედაქტორი ნანკა კიკალია და ამ ღონისძიების ამსახველ ვიდეოს აზიარებს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი