logo_geo
თემურ გვალია: რა გასაცოდავებულები ხართ, ნეტავი გვერდიდან შეგახედათ საკუთარ თავებზე
- +

19 დეკემბერი. 2018. 04:34

 

მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პსოტს აქვეყნებს:

 

„შეიძლება და პაატა ბურჭულაძემ არ იცოდა პუტინი, რომ ესწრებოდა კონცერტსო” – შეეცადა ხალხის დაბოლებას პაატა დავითაია.

 

ბატონო პაატა დავითაია, ეგ ტყუილი შეგიძლიათ მხოლოდ სახლში თქვათ. გარეთ დაუშვებელია და სასაცილოა ეს ყველაფერი. მარიხუანასავითაა რა ასეთი ტყუილები, სახლში რომ შეგიძლია მოწევა და გარეთ არა.  პუტინი ესწრება კონცერტს და კონცერტის მონაწილემ არაფერი იცის ამის შესახებ?  ნეტავი რა მომენტში გაიგო პუტინი, რომ ესწრებოდა: სანამ კონცერტი დაიწყებოდა, თუ შუა სიმღერის დროს “დალანდა” მაყურებლებში და სიმღერას ხომ არ გაწყვეტდა?

 

მოკლედ დავითაიამ: „ეგ ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო! რა გასაცოდავებულები ხართ, ნეტავი გვერდიდან შეგახედათ საკუთარ თავებზე“, - წერს გვალია.

 

 

 

 

big_banner
არქივი